მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუ...
იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი, თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში, რამდენსაც ეპატრონები, იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვ...
link
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთა...
იხილეთ სრულად
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთანაც, უფლის ბეჭდით ხდებიან სრულქმნილნი.
link
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადე...
იხილეთ სრულად
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადებით იფარება, ოქრო კი ბრწინვალებას ინარჩუნებს. იმისი სულიც, ვინც ნათელ-იღო, ასევე განირჩევა მოუნათლავის სულისაგან, თუმცა სიცოცხლეში ისე ჩანდა, თითქოს ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დიდი უბედურებაა ...
link
მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმიდის ის არსისმიერი გარდამოსვლა, რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე, როცა მან იოანესაგან მიიღო ნათელი… და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად, ხატოვნად, იმიტ...
იხილეთ სრულად
მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმიდის ის არსისმიერი გარდამოსვლა, რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე, როცა მან იოანესაგან მიიღო ნათელი… და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად, ხატოვნად, იმიტომ, რომ თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.
link
ქრისტეში ნათელღებულებს საიდუმლოდ აქვთ მინიჭებული მადლი, რომელიც იმდენად მოქმედებს, რამდენადაც მცნებებს ვასრულებთ და განუწყვეტლივ გვეხმარება ფარულად. მაგრამ ჩვენს ხელშია ვაკეთოთ თუ არ ვაკეთოთ სიკეთე ძალისაებრ ჩვენისა.
ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას, ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ნათლობა აძლევს ადამიანს ამ ბრძოლაში საბრძოლო იარაღს, ბრძოლა კი მან თვითონ უნდა მოიგოს. რა თქმა...
იხილეთ სრულად
ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას, ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ნათლობა აძლევს ადამიანს ამ ბრძოლაში საბრძოლო იარაღს, ბრძოლა კი მან თვითონ უნდა მოიგოს. რა თქმა უნდა, ეს ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია თვით ადამიანის ძალისხმევა და მონაწილეობაც. ასეთი დახმარების გასაწევად, ეკლესიაში დადგენილია საიდუმლოებები, რომლებიც არ გააჩნია არც ერთ სხვა რელიგიას. არის კ...
link
მონანიება–სატანისაგან გარიდება და ქრისტესკენ მიქცევა – მართლმადიდებლური სწავლებით ცხონების ათვლის წერტილს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწერი ცხოვრებისათვის, არამედ მარადისობისათვისაც. ეს არჩევანი ნათლობის საიდუმლოში...
იხილეთ სრულად
მონანიება–სატანისაგან გარიდება და ქრისტესკენ მიქცევა – მართლმადიდებლური სწავლებით ცხონების ათვლის წერტილს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწერი ცხოვრებისათვის, არამედ მარადისობისათვისაც. ეს არჩევანი ნათლობის საიდუმლოში მტკიცდება, რომელიც ადამიანს სხვა საიდუმლოებებისკენ უხსნის გზას, ამ უკანასკნელთა დანიშნულება კი ადამიანის მთელი არსების განკურნებაა. მათ შორის მთავარ ადგილს ზიარების საიდუმლო იკავებს. მართლმადიდებლობა ყველა სხვა რელიგიის...
link
(გულში გაიფიქრა, სხურებით ვარ მონათლული და ითვლება თუ არა ნათლობად?)
ბავშვის მონათვლა როდის არის უმჯობესი?