ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას, ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც

ნათლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხსნას, ეს არის მხოლოდ საკუთარ ცოდვასთან ბრძოლაში მეომრად კურთხევა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ნათლობა აძლევს ადამიანს ამ ბრძოლაში საბრძოლო იარაღს, ბრძოლა კი მან თვითონ უნდა მოიგოს. რა თქმა უნდა, ეს ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია თვით ადამიანის ძალისხმევა და მონაწილეობაც. ასეთი დახმარების გასაწევად, ეკლესიაში დადგენილია საიდუმლოებები, რომლებიც არ გააჩნია არც ერთ სხვა რელიგიას. არის კი სხვაგან სადმე, გარდა ქრისტეს ეკლესიისა, წმინდა ზიარების საიდუმლო – ეს სულიერი „სისხლის გადასხმა“ თვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ჩვენს სასიკვდინოდ დაავადებული სულისა და ხრწნადი სხეულის გადასარჩენად? – არა. ზიარების საიდუმლო – ყველაზე ნათელი და თვალსაჩინო დადასტურებაა ჩვენი განღმრთობისა, ჩვენი ღმერთთან შეერთებისა, როცა მისი ხორცი და სისხლი ხილულად შემოდის ჩვენში და ჩვენ ცხადად და არა სიმბოლურად ვხდებით მისი სხეულის ნაწილები. ამ პლანეტაზე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი უმწეო ჯახირი და მცდელობა მყარი და სრულყოფილი საზოგადოების შესაქმნელად, აგრეთვე საკუთარი თავის ყოველდღიურად გამოსწორება, გაუმჯობესება, წყლიდან საკუთარი თავის თმით ამოყვანის მხოლოდ შეუძლებლობას აჩვენებს და სხვას არაფერს. ადამიანს საკუთარი ძალებით ღვთის შეწევნის გარეშე თავის გადარჩენა არ შეუძლია – არამედ მხოლოდ დაღუპვა. მხოლოდ ეკლესიაში დადგენილი საიდუმლოებების მეშვეობით ჩვენი უფალთან „შერწყმა“ ცხადად იხსნის ადამიანს, გარდაქმნის მას არა მიწერი (ხრწნად და უსულო), არამედ ცათა სასუფევლის მკვიდრად, სადაც მიიღწევა სრულყოფილება.

 
თემატური კითხვები
0