ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის. ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, პატივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს.
იხილეთ სრულად
ხშირად პატივმოყვარეობა ნაყროვანებას აღუდგება წინ და ეს ორი ვნება საბრალო მონაზვნის - როგორც ნაყიდი მონის - დასაპყრობად ერთმანეთს ებრძვის.ნაყროვანება ჩააგონებს, რომ გაიხსნილოს, პატივმოყვარეობა სათნოებად წარმოჩინებას ლამობს.მაგრამ კეთილგონიერი მონაზონი ორვეს უფსკრულს გაურბის და ხელსაყრელი შემთხვევით სარგებლობს, რომ ერთი ვნებით მეორეს სძლიოს
მადლიერ და კეთილ სულებს ჩვენი უფალი სათხოვრის მსწრაფლ აღსრულებით თავისი სიყვარულით იზიდავს; ხოლო უმადურებსა და უგულისხმოებს სათხოვარს სწრაფად არ აღუსრულებს, სასურველის შიმშილითა და წყურვილით ტანჯავს და ამგვარად აიძულებს, რომ ლოცვა...
იხილეთ სრულად
მადლიერ და კეთილ სულებს ჩვენი უფალი სათხოვრის მსწრაფლ აღსრულებით თავისი სიყვარულით იზიდავს; ხოლო უმადურებსა და უგულისხმოებს სათხოვარს სწრაფად არ აღუსრულებს, სასურველის შიმშილითა და წყურვილით ტანჯავს და ამგვარად აიძულებს, რომ ლოცვაში იმყოფებოდნენ; რადგანაც უმადური სული, როდესაც სასუფეველს მიიღებს, მსწრაფლ განეშორება მიმცემს და ვედრებას აღარ აღუვლენს მას
როგორც სიყვარულია ღმერთის სახელი, ასევე - სიმართლე, ამიტომ მიმართავს ბრძენთა ბრძენი "ქებათა ქებაში" წმიდა გულს: "ღირსად შეგიყვარეს შენ" (ქებ. 1,4)ხოლო მამამ მისმა თქვა: "ტკბილ და წრფელ არს უფალი" (ფს. 1,3). და მის მიმსგავსებურთა შ...
იხილეთ სრულად
როგორც სიყვარულია ღმერთის სახელი, ასევე - სიმართლე, ამიტომ მიმართავს ბრძენთა ბრძენი "ქებათა ქებაში" წმიდა გულს: "ღირსად შეგიყვარეს შენ" (ქებ. 1,4)ხოლო მამამ მისმა თქვა: "ტკბილ და წრფელ არს უფალი" (ფს. 1,3). და მის მიმსგავსებურთა შესახებ იტყვის იგი: "რომელმან განარინნის წრფელნი გულითა" (ფს. 7,10) და ამასაც იტყვის: "სიმართლენი შეიყვარნა" უფალმა და "სიწრფოებანი იხილა პირმან მისმან" (ფს. 10,7)
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი, ეშმაკთა სიმტკიცე, ცოდვათა მცველი, უმოწყალობის მშობელი, მოწყალების უცოდინრობა, მწარე მოპასუხე, ულმობელი მსაჯული, ღვთის მოწინააღმდეგე და გმობის საფუძველი
ისინი, ვინც არ დაცემულან, თავშეკავების ერთ სახეს უნდა აღასრულებდნენ და დაცემულნი და მონანულნი - მეორეს. პირველთათვის ხორცთა აღძვრის მოკვდინებაა მიზანი, მეორენი კი - გამუდმებით თავშეკავებაში არიან და არანაირ ხორციელ ნუგეშს არ სცნობ...
იხილეთ სრულად
ისინი, ვინც არ დაცემულან, თავშეკავების ერთ სახეს უნდა აღასრულებდნენ და დაცემულნი და მონანულნი - მეორეს. პირველთათვის ხორცთა აღძვრის მოკვდინებაა მიზანი, მეორენი კი - გამუდმებით თავშეკავებაში არიან და არანაირ ხორციელ ნუგეშს არ სცნობენ აღსასრულამდე. არამედ შეურიგებლად ებრძვიან ხორცს.პირველთ სურთ, რომ კეთილგონიერება შეინარჩუნონ, ხოლო მეორენი სულიერი ტანჯვითა და მოთქმით სათნოეყოფიან უფალს
როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე. ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ...
იხილეთ სრულად
როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე. ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ოქროს ფრთებით უსხეულოდ ზეცად ამაღლება: და ალბათ ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო
როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამ...
იხილეთ სრულად
როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამბის მთხრობელს, ან - ხალხს თავს სხვებზე ღვთისმოყვარედ ნუ აჩვენებ.განერიდე და ნუ აყოვნებ! თუ ასე არ იზამ, ლოცვის დროს ის სასაცილო საგნები გაგახსენდება და მათზე იფიქრებ
თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მივცალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს
მრავალი ლოცვაში დააბრკოლა, მრავალი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისგან განაშორა, ზოგს მწუხარებისგან ხორციელად ავნო, სხვები კი მარხვისგან დააუძლურა ამ ბოროტმა და კაცთმოძულე მოძალადემ, არ გაახარა მან ბევრი - არამარტო ერისკაცებს, ეს მონაზ...
იხილეთ სრულად
მრავალი ლოცვაში დააბრკოლა, მრავალი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისგან განაშორა, ზოგს მწუხარებისგან ხორციელად ავნო, სხვები კი მარხვისგან დააუძლურა ამ ბოროტმა და კაცთმოძულე მოძალადემ, არ გაახარა მან ბევრი - არამარტო ერისკაცებს, ეს მონაზვნებსაც დაემართათ, რის გამოც ყოველგვარი იმედი დაკარგეს; ეუბნებოდა კიდეც მათ: თქვენი გადარჩენის არანაირი იმედი არ არსებობს, არამედ ურწმუნოებსა და წარმართებზე უარესები ხართო
ჭეშმარიტი ლოცვის უდიდესი მოღვაწე - პავლე ამბობს: "ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩამითა სიტყვად". მაგრამ, სულიერად ჩვილებისათვის ასეთი საქმე შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ, ვინც სისრულისაგან შორს ვართ, ლოცვის ხარისხთან უნდა ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვის უდიდესი მოღვაწე - პავლე ამბობს: "ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩამითა სიტყვად". მაგრამ, სულიერად ჩვილებისათვის ასეთი საქმე შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ, ვინც სისრულისაგან შორს ვართ, ლოცვის ხარისხთან უნდა შევათავსოთ ლოცვის სიმრავლე; რადგანაც პირველი ხდება ხოლმე მეორის მიზეზი; რადგანაც ნათქვამია: ჭეშმარიტ ლოცვას ღმერთი მის მიმართ გაჭირვებითა და დიდი შრომით მისდამი მლოცველებს და მავედრებლებს ანიჭებს