წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაც ხედვიდა სარწმუნოებასა
ოდეს შენი მწუხარება და თმენა ერთობ გადიდდა, ოდეს ცოდვამან ერთობ იწყო ძალადობა გულში და ტანჯვა შენი, გარნა შენ არა მიხედე ამას, არამედ სძლიე ცოდვასა, მაშინ შენ ჯვარცმულ ხარ უფლისა იესო ქრისტეს თანა. უკეთუ შენ ქრისტესა თანა ჯვარცმულ... იხილეთ სრულად
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია... იხილეთ სრულად
ცხოვნებული იქნება ანუ ის კაცი, რომელმან შობითგან სიკვდილამდე თავის თავი დაიმარხა უბიწოდ და უცოდველად, ანუ ის, რომელმან თუმცა სცოდა, გარნა სრულიად განიწმიდა თავი შენანებითა. საღმრთო წერილი ახსენებს მხოლოდ ორსა პირსა: ერთს მაცხოვარს... იხილეთ სრულად
აჰა, ვითარ უნდა იყოს აღჭურვილი ქრისტიანე ბრძოლასა შინა თვისსა. სამოსელი მისი უნდა იყოს სიმართლე და ჭეშმარიტება, თავსახურავად უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ხელში უნდა ეპყრას მახვილად სიტყვა ღვთისა. ესრეთ მხოლოდ აღჭურვილი ქრისტიანე სძლე... იხილეთ სრულად
სოფელი ესე არის ზღვა სიცრუისა და უსამართლოებისა. აღელვებულსა ამა ზღვასა შთაინთქმის ქრისტიანე, უკეთუ არ არის იგი შემოსილ სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
თუ გახსოვს სჯული შენი და გაძლიერებული ხარ სიმტკიცითა ძლიერებისათა უფლისათა, ადვილად წინ აღუდგები ყოველთა განსაცდელთა ცოდვისათა, ადვილად წარმართავ სულიერსა სულსა შენსა ყოველთა მტერთა და მაცდუნებელთა შორის.
ქრისტეს სჯული, დიდი და მაღალი შენი სულიერი მოვალეობა არა თუ მაშინ უნდა გახსოვდეს, როდესაც შენ სდგეხარ ეკლესიაში, არამედ უმეტესად მაშინ, როდესაც შენ ხარ სახლში და აღასრულებ ნიადაგთა შენთა საქმეთა.
ვიყვნეთ ფრთხილი და მტკიცე, არა დავიძინოთ ცოდვათა შინა ჩვენთა და წარტაცებულნი სოფლისა ამის ამაოებითა და ბოროტებითა, არ მივცეთ დავიწყებასა მაღალი და ძლიერი სულიერი მოვალეობა ჩვენი.
მოქალაქობა ქრისტიანობრივი არის დაუცხრომელი ბრძოლა, და ბრძოლა არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ მთავრობათა მიმართ ბნელისა სოფლისა მპყრობელთა; ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს აღჭურვილ სულიერითა საჭურველითა, ვითარცა მხედარი ომსა შინ... იხილეთ სრულად