სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი - ღმერთი. შესაბამისად, ჭეშმარიტად ცოცხლობს მხოლოდ ის სული, რომელშიც მადლის მეშვეობით სულიერად უფალი დაივანებს
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებ... იხილეთ სრულად
რა არის ჩვენი საფლავები? კალო უფლისა, რომელზეც მარცვალივით ითესება სხეული და მათგან, ჩვენთვის შეუცნობელი გზებით, ოდესმე აღმოცენდება ახალი, უკვდავი სხეული, ისევე, როგორც მცირე ზომის გახრწნილი მარცვალი სასწაულებრივად აღმოაცენებს ხოლ... იხილეთ სრულად
თავისი ადამიანური ბუნების სიკვდილით უფალმა კი არ მოიცილა სხეული, არამედ იმისთვის მიიღო ადამიანთაგან სიკვდილი, რომ სხეულით მკვდრეთით აღმდგარიყო და ადამიანებიც უკვდავნი შეექმნა სხეულითაც, რამეთუ როგორც კი სიკვდილი მის სხეულს შეეხო, ... იხილეთ სრულად
კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.
ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან – ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.
ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღსდგება, არა ისე როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება.
რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისთვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქო... იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ იცნობდა თავის ახლანდელ, უკვე ბუნებრივ ცოდვებს და ხორციელ გრძნობებს. ადამიანის სხეულს გაცილებით უფრო ფაქიზი გრძნობები და შეუდარებლა... იხილეთ სრულად