ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.
განა რა არის ეს სამყარო ღვთის უსასრულობასთან შედარებით? და განა რა ადგილი უკავია მასში ადამიანს, ამ არარაობას, ასე რომ იქადის და ამპარტავნებს თავისი არარაობით?