ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და, უწინარეს მტრისა, ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36...
იხილეთ სრულად
ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და, უწინარეს მტრისა, ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36, 6).
როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირსპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ა...
იხილეთ სრულად
როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირსპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ამიერიდან ისინი - ცოდნა და რწმენა - განუყრელი დები არიან.
მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე _ უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონე...
იხილეთ სრულად
მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე _ უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონებას განწმენდს ლექისაგან, რომელიც მასში მეცნიერებამ დააგროვა, მეტი შრომის იარაღი ექნება. მაგრამ თუ ეს იარაღები _ ცოდნა _ არ განიწმინდა, ისინი მხოლოდ საერო და არასულიერი საქმისთვის იქნება გამოსადეგარი. ცოდნა სწრაფად განიწმ...
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადა...
იხილეთ სრულად
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადამიანებს დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმიდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნის მცნობელობასთან ერთად, იმ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და ...
ქვეყანაზე მთელი ბოროტება მოდის იქიდან, რომ საღმრთო განათლება არ არის, როდესაც არ არის საღმრთო განათლება, ადამიანი წყვდიადში იმყოფება. მაშინ ერთი ამბობს: „აქ წავიდეთ“; მეორე: „არა, მე კარგად ვიცი, სჯობს, იქ წავიდეთ“. მესამეს კიდევ ...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზე მთელი ბოროტება მოდის იქიდან, რომ საღმრთო განათლება არ არის, როდესაც არ არის საღმრთო განათლება, ადამიანი წყვდიადში იმყოფება. მაშინ ერთი ამბობს: „აქ წავიდეთ“; მეორე: „არა, მე კარგად ვიცი, სჯობს, იქ წავიდეთ“. მესამეს კიდევ სულ სხვაგან სურს, მეოთხეს – კიდევ სხვაგან, თითოეული თვლის, რომ სწორედ იქ წასვლაა მართებული, სადაც თვითონ სურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველას კარგი უნდა, მაგრამ წარმოიშობა ბუნდოვანება და ურთიერთგაგებას ვერ ახერხებენ. ბუნდ...
უმეტეს შემთხვევაში გარეგნული სწავლა–განათლება საზიანოა იმიტომ, რომ ადამიანში ის გადაჭარბებულ თვითშეფასებას იწვევს, საკუთარ თავზე გადაჭარბებულ აზრს. სინამდვილეში კი ეს „აზრი“ გარდაიქმნება ერთგვარ ჯებირად, რომელიც ღვთის მადლის მოახლ...
იხილეთ სრულად
უმეტეს შემთხვევაში გარეგნული სწავლა–განათლება საზიანოა იმიტომ, რომ ადამიანში ის გადაჭარბებულ თვითშეფასებას იწვევს, საკუთარ თავზე გადაჭარბებულ აზრს. სინამდვილეში კი ეს „აზრი“ გარდაიქმნება ერთგვარ ჯებირად, რომელიც ღვთის მადლის მოახლოებას უშლის ხელს, მაშინ, როდესაც, თუ ადამიანი განაგდებს ამ თვითშეფასებას – მაღალ წარმოდგენას საკუთარ თავზე, მაშინ კეთილი და მდიდარი მამა ჩვენი განანათლებს მას თავისი ნათელი საღმრთო აზრებით. თუმცა, თუკი საბრალო ადამიანი ს...
როდესაც ვამბობთ – განათლებული ადამიანი – ჩვენ აქ სულიერად განათლებულ, სულიერად ზრდასრულ ადამიანს ვგულისხმობთ. მე შევნიშნე რომ, როგორც უსწავლელი კაცი შეიძლება იყოს ძალიან ამპარტავანი, ან ძალიან მდაბალი, ასევე ნასწავლი კაციც შეიძლებ...
იხილეთ სრულად
როდესაც ვამბობთ – განათლებული ადამიანი – ჩვენ აქ სულიერად განათლებულ, სულიერად ზრდასრულ ადამიანს ვგულისხმობთ. მე შევნიშნე რომ, როგორც უსწავლელი კაცი შეიძლება იყოს ძალიან ამპარტავანი, ან ძალიან მდაბალი, ასევე ნასწავლი კაციც შეიძლება იყოს ძალიან მდაბალი. ანუ საფუძველი ყოველივესი შინაგან განათლებულობაშია. ეს ისაა, რის შესახებაც ბასილი დიდი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანია მაღალი ადგილი გეკავოს და სიმდაბლით სიბრძნისმეტყველებდე“.