სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
რწმენის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული, თანაგრძნობა, სიმშვიდე, მორჩილება; თავს იჩენს უხეში ეგოიზმი, მომხმარებლის აზროვნება...
ადამიანი ბედნიერებისთვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.
ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას.
უფლის მიერ ბოძებული მშვიდობა კი არ უნდა განვაგდოთ, უნდა მივიღოთ იგი და გავხდეთ მონაწილე ამ ღვთაებრივი ნიჭის ჩვენში განხორციელებისა.
შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას
დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
ეგოისტური „მე“-სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.
მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა.
იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც – სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.