სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით".
შევირტყათ წელზე ჭეშმარიტება და ჩავიცვათ სიმართლის აბჯარი (ეფ.6,12), „რათა დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი.“ (ებრ.12,28)
მატერიალურთან მეტისმეტი სიახლოვე ადამიანს უხეშ მატერიალისტად ხდის, მხოლოდ იგოიზმსა და პირად კეთილდღეობას ცნობს.
ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს.
ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი!
თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.
მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო. ქვეყნად ბევრია ჭმუნვა და ურვა, მაგრამ სიხარულიც ბევრია.
ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით, ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.
იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო.