სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან.
სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.
სიყვარული ძნელად ასახსნელი გრძნობაა, რომელიც გამოდის ღვთისაგან და ამავე დროს ჩვენი მიმყვანებელია ღმერთთან.
ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი.
მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.
ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მაინც მოიძებნება, ოღონდ კეთილგონიერებას უნდა მოვუხმოთ და ღმერთს მივენდოთ.
არ დავიშუროთ ლოცვა ერთმანეთისათვის, ჩვენი სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის, ჩვენი ერის მომავლისათვის
სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
სიყვარულია, - რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.