სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ძალიან ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.
იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს.
ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს.
ღვთიური სიბრძნის სათავე ღვთისმოშიშებაა - „დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ“ (ფს. 110,10)
რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა.
თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).
სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები