მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
მშობლები, ძმები, დები დავტოვეთ, მაგრამ თუ ჩვენს ნებას არ უარვყოფთ და მორჩილებას არ აღვასრულებთ, ჩვენი სულების განკითხვისას ღვთისგან წყალობის მიღება არ გვდომებია.
ღვთისა და წინამძღვრების მიმართ რკინისებური რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ.
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამია... იხილეთ სრულად
მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს.
თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.
არ შეიძლება და არც შეგვშვენის, რომ უფლის სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ყველაფერი სიმდაბლით და მორჩილებით უნდა დავითმინოთ, რადგან უფლის სწავლების მიზანია სულის უძვირფასესი ჯანმრთელობა მოგვანიჭოს.
ეცადე, თავმდაბალი და ყურადღებიანი იყო და არ დაამწუხრო დედა იღუმენია; რასაც გეტყვის, რწმენით გააკეთე, რომ სასწაულებრივად ნახო, როგორ მოგეალერსება ღვთის ხელი!