მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს
მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
მარხვა ზოგადი სახელია და ბუნების საზღვარია, ესე იგი, ბუნების საზღვრების წეს-რიგის დამცველია, რათა არა გარდახდენ განწესებათა, ვითარცა წერილ არს: "საზღვარი დასდევ, რათა არა გარდახდენ".
მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამატყუებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშამრიტი მარხვა არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გავსწავლის: კაცნი, რომელიც მოიკლებენ ... იხილეთ სრულად
ვისაც არ შეუძლია თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას
და თუ ვინმე ამას ეძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უ ნდა მოვიღოთ: მკურნალნი სნეულს დაჰხედვენ, ჰსცნობენ, რომ საჭმელთაგან სენი შეუსულა მასში, ამისთვის რომლისამე საჭმლის მარხვას მისცემენ. აგრეთვე ღმერთმან იხილა ... იხილეთ სრულად
ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: "წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება". ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არს მარხუა მოცემული; თუ მარხუა მოცემული არ იყოს: "წმიდა ჰყავთ მარხვა" ამას არ იტყოდა, მაგრამ მარხვა უფლისაგა... იხილეთ სრულად
ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის: "ვიმარხავ ორგის შაბათსა შინა"; მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა, და უთხრა: "არა ვარ მტაცებელი და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე" - ამ... იხილეთ სრულად
ბიწიან იქმნება მარხვა ამპარტავნებისაგან, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ფარისეველის ამპარტავნებისათვის, - მეზვერე რომ ამაღლდა და აყვედრა, - ბიწიან იქმნა და დაისაჯა, მეზუერე განმართლდა, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: "გეტყვი თქვენ გარდა... იხილეთ სრულად
აწ მოვექცეთ თითოეულად მარხვის რიგებს და წესიერება მისი გამოვაცხადოთ, რამეთუ გვამსა აქვს ხუთი საცნობელნი და ამათ შორის ჯაჭვი თვისებისა. ურთიერთისადმი გადაბმულ არიან, და რა იგი ერთსა შინა დაირღვევის ოთხთა სხვათასა ავნებს, და უკეთუ ე... იხილეთ სრულად