სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ.
სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი.
ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.
კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელებას. "და სიტვუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკვდრა ჩუენ შორის" (იოანე 1,14).
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!
ტაძარი ოაზისია, სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვითა და ამაოებით დაღლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის.