ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია.
ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღდგომას და ლოცვას. სიმდაბლეს – იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღდგომას და ლოცვას. სიმდაბლეს – იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები, ყოველთვის გვქონდეს გულში ქრისტესადმი სასოება, რამეთუ უფალს არ უყვარს ამპარტავანი. ყურადღებას – იმიტომ, რომ გული მუდამ თავისუფალი გვქონდეს ყოველგვარი უცხო აზრისაგან თუნდაც კეთილად გვეჩვენებოდეს ის. წინააღდგომა იმიტომ, რ...
ადამიანისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცთურთაგან გამოუწრთობელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად – ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს დაცემასა და გმობას მიემთხვეოდა. ამ უკანასკნელზე კი ჩვენ ვუწ...
იხილეთ სრულად
ადამიანისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცთურთაგან გამოუწრთობელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად – ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს დაცემასა და გმობას მიემთხვეოდა. ამ უკანასკნელზე კი ჩვენ ვუწყით, რომ ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ ეშმაკი შეუნანებელი დარჩა და უცვლელად დამკვიდრდა ბოროტებაში. ამის კვალობაზე, უფლის ანგელოზებმაც ნებაყოფლობით ამოირჩიეს თავისთვის სათნოება და საღმრთო ძალის შემწეობით შეურყევლად დამკვიდ...
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ვხედავთ მას. მაგრამ როცა სახიერი ღმერთი თავის მზერას მოგვაპყრობს, მაშინ, ვითარცა ძილისაგან გამოღვიძებულნი, ვიწყებთ ჩვენი ცხონების ძიებას.
link
ადამიანი საბოლოოდ უნდა გამოვიდეს ყოველივე ხილულისაგან, უნდა დადგეს ნივთიერი სამყაროს გარეთ, უნდა განეშოროს ხორცის საფარველს, მთლიანად უნდა განიწმიდოს საკუთარი არსება ყოველივე ზედმეტისა და სხეულებრივისაგან, რათა მთლიანად გარდაიქმნა...
იხილეთ სრულად
ადამიანი საბოლოოდ უნდა გამოვიდეს ყოველივე ხილულისაგან, უნდა დადგეს ნივთიერი სამყაროს გარეთ, უნდა განეშოროს ხორცის საფარველს, მთლიანად უნდა განიწმიდოს საკუთარი არსება ყოველივე ზედმეტისა და სხეულებრივისაგან, რათა მთლიანად გარდაიქმნას და სრულად შეერთოს აზრისმიერს, უნივთოს, რითაც პირველსახის სიმშვენიერის ყველაზე მკაფიო და მბრწყინავ გამოსახულებად იქცევა.
ადამიანი სანამ ხორცში მყოფობს, ცხოვრება მისი ყოველმხრივ უბედურების ღაღადისია. ვინც უნდა იყოს იგი ხელმწიფებასა შინა მყოფიც, იგივე უბედურების მსხვერპლია.
ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვილი, მხიარულება ანუ მწუხარება, ერთი სიტყვით, ყოველი, რასაც კაცი ბრძნობს გულსა შინა თვისსა. ხოლო მეორე არის ყოველი ხილული მოქმედება კაცისა: ლაპარაკი, მოძრაობა და სხვანი გარეგანნი მოქმედებანი. ცხად არს, რომელ ყოველი გარეგა...
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედებები იყო შეუდარებლად ფართო და თავისუფალი. ასეთი გრძნობის ორგანოებით, ასეთი სხეულით შემოსილ ადამიანს სულების გძნობითი ხედვის უნარიც გააჩნდა, ამასთანავე ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაც შეეძლო... ცოდვით დაცემამ სული დ...
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესუ...
იხილეთ სრულად
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყება ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა სიმართლესა სახარებისასა და ატარებს ცხოვრებასა თვი...