კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
ცხოვრებაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები შეიძლება შეგვხვდეს. თუნდაც ასეთი შემთხვევა ავიღოთ: გემზე მართლმადიდებლებთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მგზავრობენ. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა, ხომალდს დაღუპვა ემუქრება. ადამიანები ხმამაღლა ლოცულობენ, ცხადია, ყველა თავისებურად. რა ქნან მართლმადიდებლებმა: შეწყვიტონ ლოცვა, თუ სხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და მწვალებლებს მოსთხოვონ დადუმება? ანდა სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ: ვთქვათ, სუფრასთან მოგვიწვიეს. სტუმრებს შორის კათოლიკეები და პროტესტანტებიც არიან, მასპინძელი „მამაო ჩვენო“-ს კითხულობს. ყველა სტუმარი დგება და ლოცულობს. რა ვქნათ: გავეცალოთ მაგიდას, თუ სხვა კომფესიების წარმომადგენლებს ვთხოვოთ, რომ არ ილოცონ? იხილეთ სრულად
ფსალმუნში ვკითხულობთ: „ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას“ (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს ცოდვად?
რა მოელის კაცობრიობას, თუ ლოცვა შეწყდება ანდა მხოლოდ საეკლესიო წეს-ჩვეულების წინაშე გაღებულ ხარკად იქცევა?
სახარებაში წერია, უფალი ღამით ლოცულობდაო (მაგ., ლკ. 6, 12). რატომ უყვარდათ წმინდანებს ღამით ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის ასეთი ლოცვა?
ეკლესია გვამცნებს, რომ განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სხეული მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ვამყოფოთ. რა ვქნათ?
რა ქნან მოხუცებულებმა და სნეულებმა, რომლებსაც არათუ მუხლისდრეკა, ფეხზე დგომაც კი უჭირთ - როგორ ილოცონ?
სახარებაში წერია, რომ გეთსამანიის ბაღში ლოცვისას უფალი „დავარდა ქვეყანასა ზედა და ილოცვიდა“ (მრკ. 14, 35). რა გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია აქედან?