უწყოდეთ საყუარელნო, რამეთუ სიკუდილი ახლოს არს და კართა ზედა და ხმობს მეუფე: „იღვიძებდით, რამეთუ არა იცით ოდეს მოვიდეს მპარავი“. ნუ უკუე განხურიტოს გუერდი სახლი
და თუ იკითხო:
- სიკვდილი რაი არს, ანუ რის არსებისაგანი არს?
მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაი არს და განმაქარვებელი ჩვენი არს, სიკვდილი არსება უჩინო არს და ხილულისა არსებისა ჩვენისა უჩინო მყოფელი არს; სიკვდული უხორცო არ...
იხილეთ სრულად
და თუ იკითხო:
- სიკვდილი რაი არს, ანუ რის არსებისაგანი არს?
მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაი არს და განმაქარვებელი ჩვენი არს, სიკვდილი არსება უჩინო არს და ხილულისა არსებისა ჩვენისა უჩინო მყოფელი არს; სიკვდული უხორცო არს და ხორცთა ჩვენთა დამადნობელი არს და სულთა ჩვენთა წარმტაცებელი არს; სიკვდილსა ძარღვი არა ასხენ და ნაწევართა ჩვენთა დამხსნელი არს; სიკვდილსა ძვალნი არა აქვს და ძვალთა ჩვენთა განმაშიშვლებელი არს; სიკვდილი უხმო და უსიტყვო არს და...
განსაცდელებთან ბრძოლის ყველაზე უებარი წამალი კი სწორედ ამის ხსოვნაა - ხსოვნა გარდაცვალებისა. გარდაცვალება, როგორც გითხარით, არის არა დასასრული, არამედ მარადისობაში გამავალი კარიბჭე. ამიტომ ხსოვნა გარდაცვალებისა ამასთანავე არის ხსო...
იხილეთ სრულად
განსაცდელებთან ბრძოლის ყველაზე უებარი წამალი კი სწორედ ამის ხსოვნაა - ხსოვნა გარდაცვალებისა. გარდაცვალება, როგორც გითხარით, არის არა დასასრული, არამედ მარადისობაში გამავალი კარიბჭე. ამიტომ ხსოვნა გარდაცვალებისა ამასთანავე არის ხსოვნა იმ სიდიადეში შესვლისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ელოდება. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვქონდეს ხსოვნა საშინელი სამსჯავროსი და იმისაც, რომ ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ. ყოველივე ამის ხსოვნა აფერმკრთალებს, აცამტვერებს ყოველგვარ პ...
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამი...
იხილეთ სრულად
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
ალბათ, დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი დავიხოცებით, მოვკვდებით, სულით შევიყრებით ღვთის წინაშე, გაგვასამართლებს უფალი... ასე იქნება განკითხვის დღესაც გადაიშლება ჩვენი ცხოვრების წიგნი, ჩვენ ვინატრებთ, რომ მიწა გასკდეს და დავეფაროთ...
იხილეთ სრულად
ალბათ, დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი დავიხოცებით, მოვკვდებით, სულით შევიყრებით ღვთის წინაშე, გაგვასამართლებს უფალი... ასე იქნება განკითხვის დღესაც გადაიშლება ჩვენი ცხოვრების წიგნი, ჩვენ ვინატრებთ, რომ მიწა გასკდეს და დავეფაროთ, მაგრამ ეს არ მოხდება შიშველი კეთილ საქმეთაგან დავდგებით და მივცემთ პასუხს ჩვენს უფალს. იქ ჩვენი ცრემლი, სინანული აღარაფერს აღარ მოგვიტანს.