ცოდვილთა განკითხვისაგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი – მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა.
რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა.
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისა...
იხილეთ სრულად
ადამიანებს საკუთარი ჭკუის „დამუხრუჭება“ რომ შეეძლოთ, არა მარტო გონება ექნებოდათ დასვენებული და დაწმენდილი, არამედ საღმრთო მადლიც უფრო ადვილად მოვიდოდა მათთან. ცოდნა საღმრთო განათლების გარეშე კატასტროფად გვევლინება, ადამიანი ღვთისაგან განიწმინდება – საკუთარ თავზე სულიერი მუშაობის, მოღვაწეობის შედეგად. მას საღმრთო განათლება აქვს, ღმერთში ცხოვრების გამოცდილება და არა – თავისი პირდი აზრები. ამიტომ ის შორს იყურება. ბეცი ადამიანი ახლოს კარგად ხედავს, მ...
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ...
იხილეთ სრულად
ჩვენი უწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწვრთნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთ აღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრა მადლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია საღვთო წერილის კარგად წაკითხვაზედ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია სახლია ღვთისა, საც ახლხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთად ევედრონ, ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველ...
ცხონებისთვის არ არსებობს უფრო საიმედო გზა, ვიდრე ის, რომ საკუთარი გულისსიტყვები სულიერი განსჯის მქონე მამებს გავუმხილოთ და ვიყოლიოთ ისინი სათნოებათა მოხვეჭის გზაზე ხელმძღვანელად, არ მივდიოთ საკუთარ გულისსიტყვასა და განსჯას.
განათლებული ადამიანი შეიძლება ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას.
ქადაგება, სწავლება ხომ სულიერი საზრდოა ისე როგორც წმიდა ზიარება და სხვანი. ზოგი მეტი მადლის მომტანია, ზოგი ცოტასი, მაგრამ სიკეთის მომტანია ადამიანისათვის ყოველივე რაც ეკლესიაში გეძლევათ.