ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?
ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი". უკუეთუ იუნჯებ და შ...
იხილეთ სრულად
ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაითგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?
ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი". უკუეთუ იუნჯებ და შვერი დღეთა შინა ოფლითა და სიმწარითა და მოიღვაწებ მრავლითა ჭირითა და არა თავსა ეწევი და და ბოროტად შეკრებილსა არა კეთილად განაბნევ და ძრწი დღე, რათა აგძრნას სისავსე საუნჯეთა შენთა, და ღამე გეშინის და განფრთხობილ ხარ, რათა არა მ...
ხოლო ძირი ყოვლისა უკეთურებისაი არს ვერცხლისმოყუარებაი, რომელმან შეკრის გონებაი კაცისაი და მისგან გამოვლენან ანგაჰრებანი ბოროტნი, სიძვანი და არაწმიდებანი, ბილწებანი და კერპთმსახურებანი, მტერობანი და ხდომანი, შურობანი, გულისწყომანი,...
იხილეთ სრულად
ხოლო ძირი ყოვლისა უკეთურებისაი არს ვერცხლისმოყუარებაი, რომელმან შეკრის გონებაი კაცისაი და მისგან გამოვლენან ანგაჰრებანი ბოროტნი, სიძვანი და არაწმიდებანი, ბილწებანი და კერპთმსახურებანი, მტერობანი და ხდომანი, შურობანი, გულისწყომანი, წამლობანი, შფოთებანი, ბილწობანი, მთვრალობანი, სიღოდანი, ცილისწამებანი და მსგავსნი ამათნი, ვითარცა წმიდაი მოციქული იტყვს, რამეთუ: "ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ". ამისთვისცა გუასწავებს თვით თავ...
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვ...
იხილეთ სრულად
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვლიათ იმათაც, რამეთუ მათი განკაფულია გზა ეგე ეკლიანი და საჭირბოროტო, რომელსაც შენ ეკვეთები და ესე არს გზა იგი, რომელიც ახსენა მაცხოვარმან მიმყვანებელად სასუფეველად, რომლის მოგზაურნი მსგავსად შენდა იყვნენ ჭირსა დიდსა, ვითა...
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეიძლებ...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეიძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
მოწეული განსაცდელის ჟამს სიფხიზლეს, ლოცვასა და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილება, მხოლოდ სიჭარბით თუ არ დავარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანარჩენშიც შეწევნას მიიღებს; ხო...
იხილეთ სრულად
მოწეული განსაცდელის ჟამს სიფხიზლეს, ლოცვასა და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილება, მხოლოდ სიჭარბით თუ არ დავარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანარჩენშიც შეწევნას მიიღებს; ხოლო დაუდევარსა და საკუთარი თავის შემწყნარებელს აღსასრულის დროს აუტანელი ტკივილი ექნება.
რამდენადაც სასარგებლოა მწარე აბზინდა (ბალახის სახეობა – რედ.) მათთვის, ვისაც საჭმლის მონელება უჭირთ, იმდენად სასარგებლოა ავზნიანებისთვის განსაცდელთა დათმენა; ვინაიდან ამგვარი მკურნალობა პირველებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მეორეე...
იხილეთ სრულად
რამდენადაც სასარგებლოა მწარე აბზინდა (ბალახის სახეობა – რედ.) მათთვის, ვისაც საჭმლის მონელება უჭირთ, იმდენად სასარგებლოა ავზნიანებისთვის განსაცდელთა დათმენა; ვინაიდან ამგვარი მკურნალობა პირველებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მეორეებს კი – სინანულში.
მოთმინებით გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელი – ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვევათ და მადლი შესწირეთ მათ გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი შრომისათვის.
უკუეთუ ამასცა განერე, გასწავლის ტყუვილსა და ცრუფიცებათა და უცხო ჰყოფს სიმართლისაგან, ასწავლის სიძულვილსა კაცთასა და გინებათა და ბრძოლათა და შურსა, აღიჰყვანს ამპარტავნებასა და ზვაობასა ზედა.