გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია, ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ ფსალმუნება, სხვა დროს კი დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდე...
იხილეთ სრულად
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია, ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ ფსალმუნება, სხვა დროს კი დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.
მადლი საღმრთო ენერგიაა და იგი ადამიანში მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანაზიარებით ძლიერდება, მომდინარე იქიდან, რომ ეკლესია უფლის მისტიურ სხეულს წარმოადგენს.
გონება ყოვლისშემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.
თუ ფხიზლად არ ვართ, გონებას ვკარგავთ (დემონი გვტაცებს), და ვრჩებით სხეულის ამარა, გონების გარეშე, გამოყეყეჩებული, და შემდეგ, როცა გონს მოვეგებით, გონება დახავსებული აღმოჩნდება, და მასში ეშმაკი ადვილად აჩაღებს ცეცხლს, თვითონ დახტის...
იხილეთ სრულად
თუ ფხიზლად არ ვართ, გონებას ვკარგავთ (დემონი გვტაცებს), და ვრჩებით სხეულის ამარა, გონების გარეშე, გამოყეყეჩებული, და შემდეგ, როცა გონს მოვეგებით, გონება დახავსებული აღმოჩნდება, და მასში ეშმაკი ადვილად აჩაღებს ცეცხლს, თვითონ დახტის ამ ცეცხლის გარშემო და დამცინავად ხარხარებს. გონება რომ არ დავკარგოთ, საჭიროა განუწყვეტლივ შევიწოვოთ ქრისტეს ტკბილი სახელი. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებებს. ვინაიდან გონების არქონა გვამსგავსებს უპატრონო სახლს, რომელსაც ...
თუ გონება სულიერი სწავლებისას ჩვენთან არ არის, ე.ი. თუ დაფანტულია, სრულიად გამოუსადეგარია ჩვენთვის, დროსაც ამაოდ ვკარგავთ და თავსაც ვაწვალებთ, ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებთ და ვემსგავსებით სტამბის მუშას, რომელსაც შრიფტისთვის საღებავის...
იხილეთ სრულად
თუ გონება სულიერი სწავლებისას ჩვენთან არ არის, ე.ი. თუ დაფანტულია, სრულიად გამოუსადეგარია ჩვენთვის, დროსაც ამაოდ ვკარგავთ და თავსაც ვაწვალებთ, ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებთ და ვემსგავსებით სტამბის მუშას, რომელსაც შრიფტისთვის საღებავის წასმა დავიწყნია, საბეჭდავი მანქანა კი ტყუილად რახრახებს, ვერაფერს ბეჭდავს.
ეგ არაფერი, თუ გონება, ზოგჯერ შორდება ლოცვას, შორდება იმ სიტყვებს, რომელსაც წარმოვთქვამთ. მთავარია, უცებ არ ავიკრათ გუდა–ნაბადი, დავრჩეთ ადგილზე და გონება დაგვიბრუნდება. გონება კვიცსაც ჰგავს, აღმა–დაღმა დარბის; დედასთან, რომელიც დ...
იხილეთ სრულად
ეგ არაფერი, თუ გონება, ზოგჯერ შორდება ლოცვას, შორდება იმ სიტყვებს, რომელსაც წარმოვთქვამთ. მთავარია, უცებ არ ავიკრათ გუდა–ნაბადი, დავრჩეთ ადგილზე და გონება დაგვიბრუნდება. გონება კვიცსაც ჰგავს, აღმა–დაღმა დარბის; დედასთან, რომელიც დაბმულია, არ ჩერდება. მაგრამ როცა იღლება, ბრუნდება და დედის ფეხებთან წვება.
თუ არ გამოიყენა თავისი მახვილი გონება სიკეთისთვის კაცმა, ეს უფლება თავისთავად ეძლევა ეშმაკს. თუ სულიერად არ შრომობს, ადამიანი რყვნის სიკეთეს და ბოროტებას, მაშინ ეშმაკი კი არა – ადამიანი აკეთებს. ვთქვათ, ვიღაც გონიერია, მაგრამ გონე...
იხილეთ სრულად
თუ არ გამოიყენა თავისი მახვილი გონება სიკეთისთვის კაცმა, ეს უფლება თავისთავად ეძლევა ეშმაკს. თუ სულიერად არ შრომობს, ადამიანი რყვნის სიკეთეს და ბოროტებას, მაშინ ეშმაკი კი არა – ადამიანი აკეთებს. ვთქვათ, ვიღაც გონიერია, მაგრამ გონებით არ მუშაობს, ზარმაცობს. თუ გონება არ ამუშავა, მერე რა, რომ გონება აქვს?
გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის.