აღიარეთ ერთმანეთის წინაშე თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთურთის გამო, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
ელია ჩვენნაირი კაცი იყო, და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლის და ექვსი თვის მანძ...
იხილეთ სრულად
აღიარეთ ერთმანეთის წინაშე თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთურთის გამო, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
ელია ჩვენნაირი კაცი იყო, და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლის და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
და კვლავ ილოცა, და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა ნაყოფი თვისი.
თ. 5
ბევრი ილოცე, შექმენი ამისთვის შესაფერისი მყუდროება. თუ დილით საკმარისად ვერ ლოცულობ. ილოცე შუადღისას, ან – საღამოს. ლოცვისთვის ისეთი დრო შეარჩიე, რომ იყოს სიწყნარე. ილოცე, ვიდრე არ გაწვიმდება, ე.ი. ვიდრე ცრემლი არ მოგადგება. ბევრი...
იხილეთ სრულად
ბევრი ილოცე, შექმენი ამისთვის შესაფერისი მყუდროება. თუ დილით საკმარისად ვერ ლოცულობ. ილოცე შუადღისას, ან – საღამოს. ლოცვისთვის ისეთი დრო შეარჩიე, რომ იყოს სიწყნარე. ილოცე, ვიდრე არ გაწვიმდება, ე.ი. ვიდრე ცრემლი არ მოგადგება. ბევრი მთელი ღამე ლოცვაშია და ვერ კმაყოფილდება. ლოცვა დამატკბობელი საქმიანობაა.
ამრიგად, ლოცვა ყოველგან ითქმის: ზიხარ თუ წევხარ, დგახარ თუ დადიხარ. „მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით“, – ამბობს მოციქული. ოღონდ ლაპარაკია არა იმაზე, რომ როცა დაწვები, მხოლოდ მაშინ ილოცო. საჭიროა ბრძოლა: გინდ იდგე, გ...
იხილეთ სრულად
ამრიგად, ლოცვა ყოველგან ითქმის: ზიხარ თუ წევხარ, დგახარ თუ დადიხარ. „მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით“, – ამბობს მოციქული. ოღონდ ლაპარაკია არა იმაზე, რომ როცა დაწვები, მხოლოდ მაშინ ილოცო. საჭიროა ბრძოლა: გინდ იდგე, გინდ იჯდე. როცა იღლები ჯდები, ისევ დგები, რომ ძილი არ მოგერიოს.
აი, სადღაც ელექტროსადგურია, ოთახში კი არის ნათურა, მაგრამ თუ ჩამრთველი არ ჩავრთეთ, სიბნელეში დავრჩებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ აი, არის ქრისტე, არის ჩვენი სულიც, მაგრამ თუ ლოცვის ჩამრთველს არ ჩავრთავთ, ჩვენი სული ქრისტეს ნათელს...
იხილეთ სრულად
აი, სადღაც ელექტროსადგურია, ოთახში კი არის ნათურა, მაგრამ თუ ჩამრთველი არ ჩავრთეთ, სიბნელეში დავრჩებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ აი, არის ქრისტე, არის ჩვენი სულიც, მაგრამ თუ ლოცვის ჩამრთველს არ ჩავრთავთ, ჩვენი სული ქრისტეს ნათელს ვერ იხილავს და ეშმაკის სიბნელეში დავრჩებით.
მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. ...
იხილეთ სრულად
მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. მის გზაზე დაითესა ეკალი, შრომა, ოფლი, მწუხერაბე და ბოლოს, სიკვიდილი დროებითი და მარადიული. დაბადებიდან ჩვენ ყველა მემკვიდრენი ვართ ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვისა და იქიდან გამომდინარე სასჯელისა. შეგვეძლო ამით განვსაზღვ...