ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა - რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე; რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როდესაც მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს.
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლ...
იხილეთ სრულად
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.
ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვა...
მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვივილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატე...
იხილეთ სრულად
მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვივილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატებოდა, და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. მათ რომ ლოცვა შეეწყვიტათ, თუნდაც ერთი წამით, ტკივილი აუტანელი გახდებოდა და ისინიც მზად იქნებოდნენ უფლის უარსაყოფად. მაგრამ, ვინაიდან ლოცვით იყვნენ ქრისტესთან კავშირში, ძალაც ემატებოდა...
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდება, რომ დედმამიშვილთაგან რომელიმე ივიწყებს თავის სისხლხორცეულს სხვადასხვა გარემოებათა გამო, როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რაღაც მონაკვეთში მოხდა ა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ხდება, რომ დედმამიშვილთაგან რომელიმე ივიწყებს თავის სისხლხორცეულს სხვადასხვა გარემოებათა გამო, როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რაღაც მონაკვეთში მოხდა ამ შედეგის მისაღებად მოვლენითი ჩანასახები, სადაც ყველა უნდა იყოს დამნაშავე. ან კიდევ ზოგჯერ ხდება, ადამიანი თავად გამოირჩევა ბუნებრივი სისასტიკით და უგულისხმოებით. მისი ასეთი თვისებები ყოველთვის იჩენს თავს სხვადასხვა დროს...
ყველასთვის ნათელია, ალბათ, რას უნდა ეფუძნებოდეს ცოლ-ქმრის ურთიერთობები. პირველ ყოვლისა - სიყვარულს. ამ გრძნობის არსებობა როდი ნიშნავს, რომ კონფლიქტები აღარ იარსებებს ოჯახურ ცხოვრებაში, ამისგან არავინ არის დაცული. სიყვარულის ძალაც ...
იხილეთ სრულად
ყველასთვის ნათელია, ალბათ, რას უნდა ეფუძნებოდეს ცოლ-ქმრის ურთიერთობები. პირველ ყოვლისა - სიყვარულს. ამ გრძნობის არსებობა როდი ნიშნავს, რომ კონფლიქტები აღარ იარსებებს ოჯახურ ცხოვრებაში, ამისგან არავინ არის დაცული. სიყვარულის ძალაც აქ ვლინდება სწორედ, რომლის არსებობაც იცავს მათ ზღვარდაუდებლობისგან. სადაც სიყვარულია, იქ მოთმინება, ურთიერთგატანა, შენდობა და ერთგულებაა. ადგილი არ რჩება წრეგადასულობას.
მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა–ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ...
იხილეთ სრულად
მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა–ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ჩვენ ყოველთვის გულით, და არამხოლოდ ბაგეებით, ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს (ეფეს. 5.19).
ანდრია სალოსის წინასწარმეტყველება თუ რატომ ეცდება ანტიქრისტე ოჯახების დაშლას. რადგან ოჯახები არის ეროვნული სახელმწიფოს უჯრედები, თუ ეს უჯრედები მოკლა მაშინ ეროვნულ სახელმწიფოს მეტასტაზები დაეწყება და ეს დასრულდება კოშმარული სიკვდი...
იხილეთ სრულად
ანდრია სალოსის წინასწარმეტყველება თუ რატომ ეცდება ანტიქრისტე ოჯახების დაშლას. რადგან ოჯახები არის ეროვნული სახელმწიფოს უჯრედები, თუ ეს უჯრედები მოკლა მაშინ ეროვნულ სახელმწიფოს მეტასტაზები დაეწყება და ეს დასრულდება კოშმარული სიკვდილით.
მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში უნებლიედ დადუმებულია, ხოლო თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და ყოველივე გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.