სქემის კურთხევა მარხუათა შაბათ კვირიაკე კეთილ არს და აქა ჩუენც თანა შაბათ კვირიაკეთა აღსრულების კურთხევა სქემისაი; უკეთუ კულა სნეულად ვინმე არს და დამძიმდეს, რომელსაც დღესა იკურთხეს კეთილ არს.
ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა, რომელიც რომ ყოველის სიკეთით თავისს ქცევას საზომით აქცევდეს და მეცნიერებით ჰმართებდეს თავისს თავსა შვენიერის სარძლოს საშოვნელათა, ისე სასუფევლის მოძებარნი ყოვლის ღონისძიებითა აღარას შრომასა დ...
იხილეთ სრულად
ძიება სასუფეველისა ჰგავს ბრძენს სიძესა, რომელიც რომ ყოველის სიკეთით თავისს ქცევას საზომით აქცევდეს და მეცნიერებით ჰმართებდეს თავისს თავსა შვენიერის სარძლოს საშოვნელათა, ისე სასუფევლის მოძებარნი ყოვლის ღონისძიებითა აღარას შრომასა და სასჯელსა არიდებენ თავისს თავსა. და საქებელნიც არიან, რომელთაც რომ მაგალითითა და ანდაზათა აქვსთ ხმა პორფილ შემოსილის წინასწარმეტყველისა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა ღმრთი...
ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში აქვს ფესვი გადგმული. პიველ სახეს შეიძლება ეწოდოს სრული მარხვა, რამდენადაც ის საჭმელისა და სასმელისაგან სრულ თავშეკავებაში მდგომარეობს...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში აქვს ფესვი გადგმული. პიველ სახეს შეიძლება ეწოდოს სრული მარხვა, რამდენადაც ის საჭმელისა და სასმელისაგან სრულ თავშეკავებაში მდგომარეობს. მეორე სახეს - ასკეტური მარხვა, რამდენადაც ძირითადად ის გულისხმობს თავშეკავებას მხოლოდ გარკვეული სახის საკვებისაგან და ზოგადად - მისი რაოდენობის შეზღუდვას. სრული მარხვა თავისი ბუნებით ხანმოკლეა, ის ერთი დღის განმავლობაშ...
ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისაგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმინდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისაგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმინდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე დღეებიდან. ეს მოგანიჭებს ძალასა და სიმტკიცეს სულიერ ცხოვრებაში და შეძლებ საერო ჩვევებით მცხოვრებთ თამამად, ღიად და მამაცურად გაემიჯნო. რადგან მარხვა ერთ-ერთი შეუძვრელი საძირკველია შენი უხილავი მონასტრისა.