ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვე...
იხილეთ სრულად
ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ოქრომკერდით ქსოვილი შესამოსველით და სხვა ძვირფასი ნივთებითა, როგორ უხვად და დაუზარებლად სწირავდნენ თავის ადგილ-მამულებს. მოიგონეთ ეს შესასნიშნავი თვისება თქვენს წინაპართა, და თუ ცოტათი მაინც აფას...
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და არ ძალუძს, რომ მათ ძმები უწოდოს. ის მარტოსულია და ობოლი, რადგან თუ არ გყავს ზეციური ნათესავები, ვერ გეყოლებიან ისინი მიწაზეც. ძმებ...
იხილეთ სრულად
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და არ ძალუძს, რომ მათ ძმები უწოდოს. ის მარტოსულია და ობოლი, რადგან თუ არ გყავს ზეციური ნათესავები, ვერ გეყოლებიან ისინი მიწაზეც. ძმები, თუ მათ დავიწყებული აქვთ ნათესაობა, ვერასოდეს გაიყოფენ მიწიერ სიკეთეებს. მტრულად განწყობილებს ყოველგვარი გაყოფა არასამართლიანად ეჩვენებათ. აღიარება ერთიანი მამის, აღდგენა ძმობისა ადამიანებს შორის _ აი რა შეიძლებოდა, რო...
ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება. მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.
ამ დ...
იხილეთ სრულად
ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება. მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.
ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ _ ყველაფერი ღვთისგანაა: არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზარახვა აქვს _ ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, რ...
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი
მძინარე არს დღეს...
იხილეთ სრულად
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია
და ჰელენე დედოფლმან,
ესე არიან ორნი დანი,
ვითარცა მარიამ და მართაი.
და მეგობრობაი
ამისათვის თქუა მახარებელმან.
რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამასა ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ...
არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ წარმომავლობით ყველანი და-ძმანი ვართ. ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გამოხსნილნი და სულიწმიდის მერ ქვეყანასა ზედა აღსრულებული ხსნით, ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ.
წმინდა წერილის სწავლებისაებრ, უფ...
იხილეთ სრულად
არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ წარმომავლობით ყველანი და-ძმანი ვართ. ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გამოხსნილნი და სულიწმიდის მერ ქვეყანასა ზედა აღსრულებული ხსნით, ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ.
წმინდა წერილის სწავლებისაებრ, უფლის მიერ მარადისობისათვის აღზრდილი ადამიანები ერთ ოჯახს შეადგენენ და ამიტომ ჩვენ ყველა ძმანი და დანი ვართ.
ყველა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წოდებისა და მდგომარეობისა, მოწოდებულ არიან ღვთის მემკვიდრეებად და თანამემკვიდრეება...