მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა ანდა საჭიროების შემთხვევაში აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალები...
იხილეთ სრულად
მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა ანდა საჭიროების შემთხვევაში აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალებისა.
მრისხანება ხომ დროებითი შეშლილობაა! მრისხანებაში ვკარგავთ არა მარტო ქრისტიანის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახეს. ტყუილად კი არ ამბობენ განრისხებულ ადამიანზე: "გამხეცდაო". უკმეხი სიტყვების რა ნაკადი გადმოსჩქეფს ჩვენი ბაგეებიდან!...
იხილეთ სრულად
მრისხანება ხომ დროებითი შეშლილობაა! მრისხანებაში ვკარგავთ არა მარტო ქრისტიანის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახეს. ტყუილად კი არ ამბობენ განრისხებულ ადამიანზე: "გამხეცდაო". უკმეხი სიტყვების რა ნაკადი გადმოსჩქეფს ჩვენი ბაგეებიდან! ჩვენ შეურაცხვყოფთ, ვილანძღებით, ზოგიერთი იქნებ ბილწსიტყვაობს კიდეც და ეშმაკის სახელს ახსენებს. ვცდილობთ რაც შეიძლება მწარე და საწყენი სიტყვები ვთქვათ. ესეც არ კმარა, მერე კიდევ დიდხანს გაჯავრებულები ვფიქრობთ, რომ ცოტა ვ...
მრისხანება მაშინ არის სწორი, როცა ის მიმართულია ცოდვის, ურჯულოების, დანაშაულის წინააღმდეგ და ჩვენში ბუნებრივად ჩნდება, როგორც ნაყოფი ღვთის მოშურნეობისა, მას თან სდევს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული, თანაგრძნობა მოყვას...
იხილეთ სრულად
მრისხანება მაშინ არის სწორი, როცა ის მიმართულია ცოდვის, ურჯულოების, დანაშაულის წინააღმდეგ და ჩვენში ბუნებრივად ჩნდება, როგორც ნაყოფი ღვთის მოშურნეობისა, მას თან სდევს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული, თანაგრძნობა მოყვასისადმი და ერთი მიზანი აქვს - ცოდვილის გადარჩენა. თუ ვინმე მრისხანებს სამართლიანად, სულიერი შეგონებისათვის, ის არ განისჯება. ყველა სხვაგვარი მრისხანება კი უცილობლად განისჯება.
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი...
იხილეთ სრულად
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი გვერდით დგას და იმაზე იცინის, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი ადამიანმა მისივე მსგავსის წინააღმდეგ მიმართა, დემონი კი შეუმჩნეველი და დავიწყებული იქნა.