დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ...
იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღანდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი ხასიათი დამალოს და გარშემო მყ...
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც ...
იხილეთ სრულად
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის (კერპისათვის) შეიწირებიან მსხვერპლად?
იერემია 32.35
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელ...
იხილეთ სრულად
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა.
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არ...
იხილეთ სრულად
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის" (I კორ. 11, 3-9).
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას მცნებების წინააღმდეგ ეხები.
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამე...
იხილეთ სრულად
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.
თ. 26-27
და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.
თ. 18-19
link
ევედრენით თუალუხვავს მის მსაჯულსა, რათა არა სიტყუათ ჩუენთაგან დასჯად გამოვჩნდეთ წინაშე მისსა, ვითარცა იგი კუალად წერილ არს "ვითარმედ სიტყუათა შენთაგან განმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო"