მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შე...
იხილეთ სრულად
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არ...
იხილეთ სრულად
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არიდებს მათ - იღებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს; მოუკლებელი ლოცვა და გონების მიერ გულში შემავალი და გამომავალი გულისსიტყვების მეთვალყურეობა.
სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს, როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ...
იხილეთ სრულად
სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს, როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ოცნებებში. თუკი შევეცდებით ასეთ სიფხიზლეში ყოფნას, ვისწავლით გონების დაცვის ხელოვნებას.
სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი, აგრეთვე, იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განსწმედს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებ...
იხილეთ სრულად
სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი, აგრეთვე, იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განსწმედს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებს უვნებოდ. ის კიდევ გავს ნათელ სარკმელს, რომლიდანაც ღმერთი გვეცხადება ჩვენ.
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავ...
იხილეთ სრულად
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებ...
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისა...
იხილეთ სრულად
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისათვის განკაცებული, ჩემის განღმრთობისათვის ჯვარცმული და ჩემის ღმერთყოფისატვის აღდგომილი და დიდებით ზეცად ამაღლებული, რომელიც რომ ყოველს ჩემს ცოდვას მითმობს, უღირსებასა და უღირსად ნაქმარს უსჯულოებას აღმიხოცავს, ჟამიერად მაც...