ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად. მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყ...
იხილეთ სრულად
ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს.
ყველა ერის წარსულში ჩანს ხალხის ნიჭი, ხასიათი, შესაძლებლობა, იკვეთება მისი ადგილი ამ ქვეყანაზე, საცნაური ხდება მასში ჩადებული ღვთის განგებულება. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყ...
იხილეთ სრულად
ყველა ერის წარსულში ჩანს ხალხის ნიჭი, ხასიათი, შესაძლებლობა, იკვეთება მისი ადგილი ამ ქვეყანაზე, საცნაური ხდება მასში ჩადებული ღვთის განგებულება.ამიტომაც, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყოფითი, რომ კეთილი გზა კვლავაც გავაგრძელოთ, უკეთური კი შეძლებისდაგვარად მოვიკვეთოთ.
ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება, დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება, დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს.
„მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი გამოფხიზლდება, გათავისუფლდება ტექნიკის ტყვეობისაგან, ხელს აიღებს საკუთარი ძალით თავმომწონეობაზე და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს: მშვიდობას, ადამიანურ სიყვარულს, მორჩილებას, ურთიერთპატივისცემას, დიდ...
იხილეთ სრულად
„მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი გამოფხიზლდება, გათავისუფლდება ტექნიკის ტყვეობისაგან, ხელს აიღებს საკუთარი ძალით თავმომწონეობაზე და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს: მშვიდობას, ადამიანურ სიყვარულს, მორჩილებას, ურთიერთპატივისცემას, დიდ ხელოვნებას, ნამდვილ მეცნიერებას“, - წერდა მეორე ცნობილი ფიზიკოსი მაქს ბორნი.
მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა გარდაცვალების შემდეგ დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა გარდაცვალების შემდეგ დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ.
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თან...
იხილეთ სრულად
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც.