სიმდიდრეზე ფიქრებში მოზეიმე დამგროვებელმა დაივიწყა თავისი სულიც, ღვთის სასუფეველიც, ისიც, თუ რა ბედი ეწეოდა კუბოს მიღმა. და რა? განა სიმდიდრე და სიამოვნება მხოლოდ მირაჟი და აჩრდილი არ იყო, რომელსაც იგი ასე დიდხანს და ამაოდ მისდევდ...
იხილეთ სრულად
სიმდიდრეზე ფიქრებში მოზეიმე დამგროვებელმა დაივიწყა თავისი სულიც, ღვთის სასუფეველიც, ისიც, თუ რა ბედი ეწეოდა კუბოს მიღმა. და რა? განა სიმდიდრე და სიამოვნება მხოლოდ მირაჟი და აჩრდილი არ იყო, რომელსაც იგი ასე დიდხანს და ამაოდ მისდევდა? სიმდიდრისა და სიამოვნების დევნაში იგი უეცრად დაეცა, მოცელილი ღვთიური განაჩენისაგან. მაშინ, როცა გადაწყვიტა ესარგებლა, დამტკბარიყო თავისი საქმიანობის ნაყოფით, საკუთარი თავისთვის შრომითა და ზრუნვით, სიმდირემ დატოვა იგი,...
სახარებისეული სიგლახაკე მდგომარეობს არა სიმდიდრის ჩამორთმევაში, არამედ მისადმი სიყვარულის არარსებობაში. შეიძლება გლახაკი იყო და ყველაზე აუცილებელი გაკლდეს, მაგრამ, ამასთან, სიმდიდრისადმი ძლიერი წყურვილითა და მისწრაფებით და, პირ...
იხილეთ სრულად
სახარებისეული სიგლახაკე მდგომარეობს არა სიმდიდრის ჩამორთმევაში, არამედ მისადმი სიყვარულის არარსებობაში. შეიძლება გლახაკი იყო და ყველაზე აუცილებელი გაკლდეს, მაგრამ, ამასთან, სიმდიდრისადმი ძლიერი წყურვილითა და მისწრაფებით და, პირიქით, შეიძლება, ფლობდე მიწიერი ბედნიერების ყველა სიკეთეს და არ გქონდეს მხოლოდ ერთი რაიმესადმი სიყვარული.
პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე. ან დააბრკოლე; ან შეიძლება...
იხილეთ სრულად
პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე. ან დააბრკოლე; ან შეიძლება პირდაპირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე.
სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ქონებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.
ფული - ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და ღვთივსათნო დიდებისკენ როდი მიჰყავს ადამიანი, არამედ ტყუილუბრალოდ აბრმავებს, ამაოდ აამპარტავნებს და მის სულში სიმსივნის მსგავს სნეულებას ბადებს.