ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრა...
იხილეთ სრულად
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისადმი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს ყველაფრით ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, იგი ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არ მიატო...
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვი...
იხილეთ სრულად
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილსა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმა ძე თვისი სოფლად, რათა დაჰსაჯოს სოფელი, არამედ რათ...
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრა...
იხილეთ სრულად
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ". ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!.." მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარ...
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქ...
იხილეთ სრულად
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე.
დავიბადე იმისთვის, რომ მიყვარდეს ადამიანები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი: თურქები, შავები თუ თეთრები. ყოველი ადამიანის პიროვნებაში ღვთის ხატს ვხედავ და მზად ვარ ამ ხატისთვის ყველაფერი გავწირო.
თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინ...
იხილეთ სრულად
თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინდა მცნებებშია გამოხატული, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ მოშურნეობა, ან მცირედ გაქვთ, მაშ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუ ღვთისადმი თბილი გრძნობა გაქვთ ისე, რომ მისი სახელის ერთ ხსენებაზეც კი თქვენი გული სულიერი...
თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?
და ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდ...
იხილეთ სრულად
თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?
და ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდეს თავისი ძმაც.
თ. 3-5
ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. მოწყალეო უფალო, სულიწმიდით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარული და ცრემლიანი ლოცვა მათზე. ო, უფალო, მოგვეცი სულიწმიდა დედამიწაზე, რათა ყველამ შეგიცნოს შენ და ისწავლოს შენი სიყვარული.