ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.
პირველ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი იყვნენ ერთსულ (შეად. ფილიპ. 2, 2), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ ყველას ერთი სული ჰქონდა, არამედ იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთი სულიწმიდით ცხოვრობდნენ და საზრდოობდნენ. იმავე სული...
იხილეთ სრულად
პირველ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი იყვნენ ერთსულ (შეად. ფილიპ. 2, 2), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ ყველას ერთი სული ჰქონდა, არამედ იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთი სულიწმიდით ცხოვრობდნენ და საზრდოობდნენ. იმავე სულით, რომელიც ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა. სულიწმინდა არის სინათლე და ცხოვრება, სული სიბრძნისა და გონირებისა (იხ. ის. 11, 2); მაცხოვრის სიტყვებით, ზეციური მამა ამ სულს უგზავნის მისადმი მვ...
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშ...
იხილეთ სრულად
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშმაკისა განქარდების, რამეთუ მან თავადმან ბრძანა, ვითარმედ, რომელსა რწმენეს ჩემდამო, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროსცა ჩემსა ქმნეს და იგი არს მკურნალი ყოველთა და მოქმედი საკვირუელებათა.
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდე...
იხილეთ სრულად
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.
რადგანაც ქრისტე სოფლის ნათელია, ყველა ვინც მას ვერ ხედავს და მისი არ სწამს, რა თქმა უნდა, ბრმა არის. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, რომლებიც ქრისტეს მცნებათა აღსრულებისთვის იღწვიან, მას აღიარებენ, ეთაყვანებიან და როგორც...
იხილეთ სრულად
რადგანაც ქრისტე სოფლის ნათელია, ყველა ვინც მას ვერ ხედავს და მისი არ სწამს, რა თქმა უნდა, ბრმა არის. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, რომლებიც ქრისტეს მცნებათა აღსრულებისთვის იღწვიან, მას აღიარებენ, ეთაყვანებიან და როგორც ღმერთს ემსახურებიან. ვინც აღიარებს, რომ მისი ღმერთი და უფალი ქრისტეა, მას ამ სახელის მთელი ძალით მოწოდება ღვთის ნების აღსასრულებლად განამტკიცებს. თუ მლოცველი არ გაძლიერდა, მაშინ ცხადი ხდება, რომ იგი ქრისტეს მხოლოდ პირით...
სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მ...
იხილეთ სრულად
სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მოჭრიან და განაგდებენ. ხოლო, უკეთუ რტო ნედლია, ფურცლიანი და ნაყოფსაც იღებს, იგი ვენახის პატრონს ახარებს.
როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშ...
იხილეთ სრულად
როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშუალო და არის სრულქმნილიც. რაც უფრო სრულქმნილია სიყვარული, მით უფრო სრულქმნილია შემეცნება.