რაც უფრო მეტია ამქვეყნიური ცოდნა, უფლის მეცნიერების წმიდა ცოდნის გარეშე, მეტი ზიანი მოაქვს მას. რაც მეტია მიწიერი სიმდიდრე ზეციურის გარეშე, მით მეტია საშიშროებაც, რადგან მხოლოდ ქრისტეს ძალუძს, დაიფაროს ერუდიტი - ცოდნის, ხოლო მდიდა...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მეტია ამქვეყნიური ცოდნა, უფლის მეცნიერების წმიდა ცოდნის გარეშე, მეტი ზიანი მოაქვს მას. რაც მეტია მიწიერი სიმდიდრე ზეციურის გარეშე, მით მეტია საშიშროებაც, რადგან მხოლოდ ქრისტეს ძალუძს, დაიფაროს ერუდიტი - ცოდნის, ხოლო მდიდარი კი სიმდიდრის ბოროტად გამოყენებისაგან.
როგორც არ შეიძლება ხედვა თვალთა უსინათლოდ, ანუ ლაპრაკი უენოდ, ანუ სმენა უყუროდ, ანუ სვლა უფეხოდ, ანუ მუშაობა უხელოდ, აგრეთვე იესო ქრისტეს გარეშე არ შეიძლება ცხოვნება, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა.
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, ...
იხილეთ სრულად
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, მართალნი სიმართლის გზას ადგებოდნენ, ცოდვილნი კი უფლისა და ჭეშმარიტებისაკენ მოიქცეოდნენ. ამ ზემოქმედების წყალობით სამოელ წინასწარმეტყველი ირჩევდა და მირონს სცხებდა მეფეებს. დავითი ინანიებდა, იოსები და დანიელი სიზმრებს გან...
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ...
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარი...
იხილეთ სრულად
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარისია, ადამიანმა მხოლოდ მოინანიოს და მიმართოს ქრისტეს.
უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია, რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი.
ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ამის მასწავლებელიც ჯვარზე გააკრეს. ამგვარად, ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვუსმენთ თუ არა ხალისით, რამეთუ მან თქვა: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ და „საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო ...