როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება - მამა, სიტყვა - ძე და სული - სულიწმიდა. აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, საღმრთო ...
იხილეთ სრულად
როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება - მამა, სიტყვა - ძე და სული - სულიწმიდა. აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, საღმრთო წერილის მიხედვით არის დასაბამი უკვდავებისა, ხოლო სამპიროვანი, ერთი ღმერთის შეცნობა სრულყოფილი სიმართლეა. ამის შესახებ ნათქვამი სახარებისეული სიტყვა ასეც შეიძლება გულისხმა ვყოთ: "და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდ...
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ...
იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ შენ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.
მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.
როგორადაც კაცი დაიუნჯებს თავის სახლში ყოველგვარ სიკეთეთ და ქონებას, ასევე უფალი ღმერთიც სწორედ თავის ამ სამკვიდრებელში - ადამიანის სულსა და სხეულში დაიუნჯებს სულიწმიდის ზეციურ სიმდიდრეთ.
როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ, როგორი სიმდაბლით, წინდახედულობით, რომ არ განვარისხოთ ღმერთი - სიტყვა, მამითა და სულითა წმიდითა.
როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე. იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავისა.
ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებულ...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე. იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავისა.
ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს. რამეთუ, მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.
ამიტომ ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენა...
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა. ვინ არ უწყის, რომ ყველა მონაგებზე უპირატესი ადამიანის სხეულია, მაგრამ ღვთის მოყვარეთათვის ისიც არარაობად შეირაცხება, თუკი უფალი მოითხოვს ამას, რადგანაც ხორცის მოკვდინება უფრო ადვილია, ვიდრე სულის სამუდამო სატანჯველში მ...
როცა სული ღმრთისა გამეფდება ჩვენს სულებში, წყდება ყველაფერი, რაც ჩვენგანაა და მოდის ყველაფერი, რაც უფლისგანაა. ვიდრე ჩვენში ჩვენი გრძნობისმიერი ფიქრები, მიწიერი სურვილები და თავნებობა მეფობენ, უფლის სამეფო კი არ იქნება, არამედ წყვ...
იხილეთ სრულად
როცა სული ღმრთისა გამეფდება ჩვენს სულებში, წყდება ყველაფერი, რაც ჩვენგანაა და მოდის ყველაფერი, რაც უფლისგანაა. ვიდრე ჩვენში ჩვენი გრძნობისმიერი ფიქრები, მიწიერი სურვილები და თავნებობა მეფობენ, უფლის სამეფო კი არ იქნება, არამედ წყვდიადის, შიშის, მწუხარებისა და უმეცრებისა. მაგრამ, როცა მოვა სული უფლისა და გამეფდება, მაშინ ყველაფერი შეიცვლება.