ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტა...
იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია. ადამიანი იმდენად ცხოვრობს, რამდენადაც უყვარს. სიყვარული მის ცხოვრებას გაცილებით სავსეს ხდის, გულს უფრო ღრმას, გონებას უფრო ბრძენს და თუმცა, იგი ამქვეყნად საკუთარი თავისა და სხვათა მიზეზით ტანჯვას განიცდის, ამ ტანჯვაში უფალი მას მოულოდნელ და გამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს.
ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული.
ღმერთის სიტყვამ მოიღო ახლადშექმნილი მიწის ნაწილი, თავისი უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატი და წილად არგუნა მას თავისი სიცოცხლე, რამეთუ წარმოგზავნა მასში სული - უხილავი ღმრთაების მცირე ჭავლი.
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი ცოდვათა მომტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს. მაგრამ უნდა ვი...
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თა...
იხილეთ სრულად
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თანახმად იყო მუნ ცხრა თვე და იშვა ვითარცა კაცი, მაგრამ შობა მისი იყო უმტკივნეულო, რამეთუ მუცლადღება მისი არა ხორციელი გზით, არამედ სულისაგან წმიდისა.
ღმერთი უსასრულო სულია. ადამიანი სულით არის მსგავსი ღვთისა და სულით უახლოვდება მას. ღმერთი დაუსრულებელი სიყვარულია და წმინდა გულის ადამიანს ძალუძს მისი განცდა. ღმერთი უბრალოა და უბრალო ადამიანს სწამს იგი. სიმდაბლითა და მოშურნეობით ...
იხილეთ სრულად
ღმერთი უსასრულო სულია. ადამიანი სულით არის მსგავსი ღვთისა და სულით უახლოვდება მას. ღმერთი დაუსრულებელი სიყვარულია და წმინდა გულის ადამიანს ძალუძს მისი განცდა. ღმერთი უბრალოა და უბრალო ადამიანს სწამს იგი. სიმდაბლითა და მოშურნეობით იღვწის და შეიგრძნობს ღვთის საიდუმლოებებს.
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგი...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგილს თავისი განსვენებისა.
ღმერთი ყოველივეს აღავსებს და ამასთან ყველაფრის მიღმა ჰგიებს. ღმერთი მთლიანად არის ყველგან, სრულიად ყოველივეში, თანაბრად დიდსა თუ მცირეში და მთლიანადვე აღმატებულად ყოველივეზე.
ღმერთი ჩვენში სულიწმიდის მიერ შემოსახლდება და მკვიდრდება. საერთოდ, არ არსებობს არანაირი საბოძვარი საღმრთო მადლისა, რომელიც სულიწმიდის გარეშე იქნებოდა გარდამოვლენილი ჩვენზე.
ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე - შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე - შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ღმერთმა პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ ისტორიის რომელიღაც მომენტში, იმ პირველ დღეებში, საიდანაც ქრისტიანული ერა, ქრისტიანული პერიოდი იწყება, თვით ღმერთი იქცა ადამიანად და ისე, რომ ბოროტებას არ შეხებია, ცხოვრობდა და მოქმე...