ხიბლით მონუსხვა, საკუთარი თავის ცთუნება იქნებოდა, თუკი ცნობისწადილით აღვივსებოდით ამ საღმრთო, გამოუთქმელი ბუნების გამო და ძიებასაც თუ შევუდგებოდით ღმერთის საკუთრივი სახელისა. რამეთუ, როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი: „მირონს გადმო...
იხილეთ სრულად
ხიბლით მონუსხვა, საკუთარი თავის ცთუნება იქნებოდა, თუკი ცნობისწადილით აღვივსებოდით ამ საღმრთო, გამოუთქმელი ბუნების გამო და ძიებასაც თუ შევუდგებოდით ღმერთის საკუთრივი სახელისა. რამეთუ, როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი: „მირონს გადმოღვრის სახელი შენი, უფალო ღმერთო“ (ქებათა ქება 1, 2).
უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს...
იხილეთ სრულად
უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვილისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს. ადამიანი გრძნობს, რამდენად ახლოა ღმერთი მასთან და თავად რამდენად შორსაა ღმერთისგან. სიწმინდის ერთ-ერთი თვისებაა ცოდვის მიმართ სიძულვილი, სიწმინდეს არ შეუძლია შეუერთდეს სიბილწესა და უწმინდურობას, მზის სხივები ჭაობის ზედ...
უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავზემოთ არის მიმართული, უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ...
იხილეთ სრულად
უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავზემოთ არის მიმართული, უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ფონზე ჭვრეტს, მიწიერ და სულიერ სამყაროთა ურთიერთგადამკვეთ სფეროებში; ის ადამიანის გულში იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ხშირად კი ეშინია დანახვა. დემონებს აშინებთ უძველესი ხატების სახეები, მათ წინაშე ბორგა...
სახე, ხატი არ უნდა იყოს სრულიად განსხვავებული ჭეშმარიტებისაგან, - სხვაგვარად ეს არც იქნებოდა ხატი, მაგრამ არც სრულიად თანაფარდი უნდა იყოს მისი, რადგან მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა და არა მისი ხატი. ასე რომ, ხატი თავის საზღვრ...
იხილეთ სრულად
სახე, ხატი არ უნდა იყოს სრულიად განსხვავებული ჭეშმარიტებისაგან, - სხვაგვარად ეს არც იქნებოდა ხატი, მაგრამ არც სრულიად თანაფარდი უნდა იყოს მისი, რადგან მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა და არა მისი ხატი. ასე რომ, ხატი თავის საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული და არ შეიცავდეს სრულ ჭეშმარიტებას, თუმცა არც მთლიანად უნდა იყოს დაშორებული მას; რამეთუ ხატს რომ ყოველივე ჰქონდეს, რაც ჭეშმარიტებას აქვს, მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა. ერთი სიტყვით, ხატს რაღა...
ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თვისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელ...
იხილეთ სრულად
ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თვისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რამდენადაც ხელქვეითთ...
აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება.
ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რა...
იხილეთ სრულად
აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება.
ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ მისგანაც დაგიფარავს, მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი რომ მოწამლულია, აუცილებელია ისეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს დ...
რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა“. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს დ...
იხილეთ სრულად
რა ბეჭედი აქვს ქრისტეს? ნათლობისას მღვდელმსახური ქრისტიანს შუბლზე ჯვრის სახით აცხებს მირონს და ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისაგან წმიდისა“. შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანი პირჯვარს გადაიწერს, თაყვანს სცემს უფლის ვნებებს და მოუხმობს ჯვრის ძალას, რომელიც არის ჩვენი ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის ძალა. „ჯვარო ქრისტესო, გვაცხოვნე ჩვენ ძალით შენითა“ - ამ სიტყვებით მოვუწოდებთ უფლის მიერ ჯვარზე შეწირულ მსხვერპლის ძალას, ამიტომ ჯვარს უდიდესი ძალა აქვს...