შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმ...
იხილეთ სრულად
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმეს შენთვის ჰგონებ, ის შენ აღარ მოგეცემა და ერთს ვისმე შენს მოყუასს მიეცემა და ამისთვის შენ მისდა მიმართ შურს და მტერობას ჰოფ, მიხედე, თუ ეშმაკის მსგავსი არა ხარ! ეგების იძიო ჩემგან და ჰსთქუა: "ნივთიერი ვარ და ნივთისათვის...
უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შეიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას. მოვა ოდესმ...
იხილეთ სრულად
უპიველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შეიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას. მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველ სიკეთეს! ჭეშმარიტად, შურია ერთი დიდი და უმოწყ...
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა ვგონებ, თვინიერ საფლავისა. რადგან ყოველგვან მიწვდების თვალი მეშურნისა, ძმის ბედნირების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ ...
იხილეთ სრულად
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა ვგონებ, თვინიერ საფლავისა. რადგან ყოველგვან მიწვდების თვალი მეშურნისა, ძმის ბედნირების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა განერეს?! შეუძლებელია.
უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები.
თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს.
უკეთური თავლი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია.
იხილეთ სრულად
უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები.
თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს.
უკეთური თავლი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია.
თ. 13-14
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ...
იხილეთ სრულად
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი უმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნე...