როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ბევრი მოვასწროთ. საკუთარი განცდებიც მიგახვედრებს ამას. ეს ეშმაკეული მდგომარეობაა.
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით,...
იხილეთ სრულად
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით, ხელსაქმე, რომელიც სიჩქარითა და ნევროზულობით კეთდება, ამ ეშმაკეულ მდგომარეობას სხვებსაც გადასდებს. ნაჩქარევად, განცდებით მუშაობა ეს ძალიან ერული ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. აღელვებული სულები ხელსაქმით დაკავებულ...
ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით. რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს. რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისაგანაა.
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს შუადღესავით.
დაემორჩილე უფალს და დაემონე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
ფსალმუნნი 34-36
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.