ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი...
იხილეთ სრულად
ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი ნათელი დადასტურებაა.
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტრე 1,5-7). ჭეშმარიტი ...
იხილეთ სრულად
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტრე 1,5-7). ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ამ გზით მოიპოვება.
ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ა...
იხილეთ სრულად
ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ახალი წყალობით აღვივსოთ.
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდ...
იხილეთ სრულად
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.
გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი, ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს "დაფარულ... ქრის...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი, ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს "დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3,3).
ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გ...
იხილეთ სრულად
ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!
ყველამ, - ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიც...
იხილეთ სრულად
ყველამ, - ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.