ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქმა იქითკენ ისწრაფვის, რომ ფიქრით შესცოდოს. მაგალითისათვის ავიღოთ ოქრო. ვიღაცას გონებაში ვნებიანი გულისთქმა აქვს ოქროს მიმართ და ცდილობს, ფიქრში მოიპაროს იგი, მან გონებაში უკვე აღასრულა ცოდვა. ზოგჯერ ოქროს მოგონებას მოჰყვება ქისის, სკივრის, საკუჭნაოს და სხვათა გახსენება. პირველ შემთხვევაში ოქროს მოგონება იყო რთული, რამეთუ ვნებას უკავშირდებოდა, ხოლო ქისის, სკივრის და სხვათა - უმწიკვლო, რადგან გონებას მათდამი ვნება არ ჰქონია. იგივე ემართება ყველა გულისთქმას, მაგალითად, პატივმოყვარეობის გულისთქმას, დედაკაცისადმი გულისთქმას და სხვას. ყველა გულისთქმა, რომელიც ვნებიან გულისთქმას მოსდევს, არაა ვნებიანი, როგორც მაგალითშია ნაჩვენები. აქედან შეიძლება გავიგოთ, თუ რომელი გულისთქმაა ვნებიანი და რომელი - არა. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, კი - რთული.

83. ჩვენში არსებული გონიერი ნაწილიდან გამომდინარე, გვმართებს, დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას და ვიბატონოთ ჩვენში არსებულ უგუნურ ნაწილზე, ყოველთვის ეს წესი აღვასრულოთ და ქმნილებებში არც ბოროტება იქნება და არც ის, რაც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. ჩვენში არსებული გონიერი ნაწილიდან

82. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება არ იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარეგანი ძალა, რომელიც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე დაუდევრობა იმაში, რომ გონება ბუნებრივად მოქმედებდეს. ამიტომ ვინც ამაზე ზრუნავს, ყოველთვის სიკეთეს იქმს და არასდროს - ბოროტებას. ამრიგად, აღმოფხვერი დაუდევრობა და, ამასთან ერთად, მოაშთობ ბოროტებასაც, რაც ზრახვათა უკეთური გამოყენებაა და რომელსაც საგნების ბოროტი გამოყენება ახლავს თან. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება

81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება

80. თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში შეგიყვანს, ეძიე იმ გზაზე, რომელიც გეუბნება; "მე ვარ გზა და კარი, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან.14,6; 10,9). თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში

79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეციერისა" (1კორ.15,49). მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია:

78. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საგნებიც ბოროტად არ გამოიყენო, რამეთუ ჯერ თუ გონებით არ შესცოდე, საქმით არასდროს შესცოდავ. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა

77. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად, სიკეთეა. მაგრამ ბევრს ამის საპირისპირომ მოუტანა სარგებლობა, რადგან ბოროტთათვის ცოდნას სიკეთე არ მოაქვს, თუმცა, როგორც ითქვა, ის თავისი ბუნებით სიკეთეა. მსგავსად ამისა, მათთვის არასასიკეთოა ჯანმრთელობაც, სიმდიდრეც, სიხარულიც, რამეთუ ამათ ისინი მათდა სასიკეთოდ ვერ იყენებენ. ასეთთათვის ამათი საწინააღმდეგოა სასარგებლო და შესაბამისად ეს (ე.ი. საწინააღმდეგო) აღნიშნული შემთხვევაში არაა ბოროტება, თუმცა კი ბოროტებად გვეჩვენება. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად

76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სიხარული და მწუხარებაა და სხვა; სხეულში განსვენება და დაღლილობა, მგრძნობიარობა და გრძნობათა მოდუნება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიცოცხლე და სიკვდილია და მისი მსგავსნი; ის რაც სხეულის მახლობლადაა შვილიერება და უშვილობა, სიმდიდრე და სიღარებე, დიდება და უბრალოებაა და სხვა. ამათგან, ადამიანთა თვალსაზრისით, ზოგი სიკეთეა და ზოგი - ბოროტება, მაშინ სინამდვილეში როცა არც ერთია ბოროტება, არამედ ბოროტია ან კეთილი იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენება. 76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო

75. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ საგანთა შორის ზოგი სულშია, ზოგი - სხეულში, ზოგი კი - სხეულის მახლობლად. სულში სულიერი ძალებია, სხეულში - გრძნობები და სხვა ნაწილები, სხეულის მახლობლად - საკვები, მამული, ფული და სხვა. ამ საგნების კეთილი ან უკეთური გამოყენებითა და აქედან გამომდინარე შემთხვევათა მიხედვით ჩვენ ან სათნონი ვართ, ან მანკიერნი. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2