ვეფხისტყაოსანი - ციტატები, გამონათქვამები
ვეფხისტყაოსანი - ციტატები, გამონათქვამები ვეფხისტყაოსანი, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა
ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არსით აჩნდეს არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ებით. უხვად გასცემდი, ზღვათაცა, შესდის და გაედინების.