
ყოველი, ღმერთისთვის სათნო საქმის დასაბამი არის სარწმუნოებით ხსენება უფალ იესო ქრისტეს სახელისა, რამეთუ მან თქვა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5)
ყოველი, ღმერთისთვის სათნო საქმის დასაბამი არის სარწმუნოებით ხსენება უფალ იესო ქრისტეს სახელისა, რამეთუ მან თქვა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5)
მოვუხმოთ უფალს და, როდესაც იგი მოვა, გაათბობს ჩვენს გულებს სრული სიყვარულით არა მარტო უფლის, არამედ მოყვასის მიმართ; და ამ სახელის მხურვალება განაგდებს კეთილისმოძულე ეშმაკის სიცივეს. ღმერთი არის ცეცხლი, რომელიც ათბობს და სიმხურვალ... იხილეთ სრულად
ღმერთის ხედვა მისი ცნობისაგან მოდის, რამეთუ ღმერთის ჭვრეტა არ უსწრებს წინ მის შეცნობას
ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ის თავის თავს წუთისოფლის სტუმრად და მგზავრად მიიჩნევს, რამეთუ სულით და გონებით ერთადერთს - ღმერთს ჭვრეტს
ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას, ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისათვის
არის სიყვარული, რომელიც მცირე კანდელს წააგავს: ზეთი რომ დაშრება, კანდელიც ქრება; ან წვიმის ნაკადს, რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება. მაგრამ არის ისეთი სიყვარული, რომელიც, მიწის წიაღიდან ამოხეთქილი წყაროს მსგავსად არასოდ... იხილეთ სრულად
"დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა" (იგ. 1,7; ფსალმ. 110,10). თუ არ გინდა ბოროტების კეთება, გეშინოდეს ღმერთისა და ნუ ჩაიდენ მას; ხოლო თუ სიკეთის ქმნა გსურს, გეშინოდეს ღმერთისა და აკეთე სიკეთე
სრული სიყვარული განაგდებს შიშს, ამიტომაც "გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა" (ფსალმ. 33,10). არსებობს ორგვარი შიში: პირველი - თავდაპირველი, მეორე კი სრული. პირველი ახალბედებს სჩვევიათ, ხოლო მეორე წმინდა ადამიანებს, რომლებმაც ... იხილეთ სრულად
გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის ანგელოზთა პური, რომლითაც საზრდოობენ ღმერთის სიყვარულით ანთებული სულები. ყველაზე მეტად ახალი აღთქმა და ფსალმუნი იკითხე: ამ გზით ხდება გონების განათლება - მისი განახლება საღმრთო განახლებ... იხილეთ სრულად
როდესაც ლოცვისას გული და გონება ერთდებიან და გულისსიტყვების განბნევა წყდება, მაშინ გული სულიერი სითბოთი თბება, ამ სითბოში ქრისტეს ნათელი გამობრწყინდება, ქრისტეს ნათელი კი მშვიდობითა და სიხარულით ავსებს შინაგან კაცს. ყველაფრისათვის... იხილეთ სრულად