ვისაც საღმრთო სათნოებისადმი სიყვარული აქვს, იმან ყოველ წამს უფლის სახელი უნდა ახსენოს და გულმოდგინედ შეასრულოს მისი სიტყვები
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა....
იხილეთ სრულად
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა. ვისაც ეს სოფელი უყვარს, იმას შეუძლებელია სევდა არ სძლევდეს, ხოლო კაცი, რომელმაც მოიძულა სოფელი, მუდამ მხიარულია. როგორც ცეცხლი წმენდს ოქროს, ისე ღმერთისმიერი მწუხარება წმენდს ცოდვილ გულს
link
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუ...
იხილეთ სრულად
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა" (ფსალმ. 91,12). არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: ...
link
არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მ...
იხილეთ სრულად
არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მონა შენი" (ფსალმ. 18,13-14)
link
იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და დავინახოთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გავემიჯნოთ ხილულ საგნებს. სული წინასწარ სინანულით და კეთილი საქმეებით განვიწმინდოთ, მერე კი სარწმუნოებით შევიჭურვოთ, ხორციელი თვალი დავხუჭოთ და გონე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და დავინახოთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გავემიჯნოთ ხილულ საგნებს. სული წინასწარ სინანულით და კეთილი საქმეებით განვიწმინდოთ, მერე კი სარწმუნოებით შევიჭურვოთ, ხორციელი თვალი დავხუჭოთ და გონება გულში ჩავკეტოთ, იქიდან კი განუწყვეტლივ მოვუხმოთ უფალ იესო ქრისტეს. და მაშინ, სულის სიმხურვალისა და გულმოდგინების კვალდაკვალ, ადამიანი ქრისტეს ქსენებაში პოვებს ტკბობას, რომელიც მასში ზეგარდამო განათლების სურვილს აღძრავ...
link
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო. ჩვენც მთელი ზრუნვა სულს...
იხილეთ სრულად
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო.ჩვენც მთელი ზრუნვა სულს უნდა დავუთმოთ, ხორცი კი მოვამაგროთ მხოლოდ იმისათვის, რომ იგი სულის განმტკიცებას შეეწეოდეს
link