მოიძებნა 112 ჩანაწერი
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
თემა: მარხვა, თავმდაბლობა, სათნოებები, მღვიძარება, სიფხიზლე, სიყვარულიავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: სულიერი მდელო
მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.
თემა: სიმდიდრე, სიღარიბე, ცხონება, სასუფეველი, სამოთხეავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი