მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით; ისეთი მორწმუნე, რომელიც ცოდვით ეცემა, მაგრამ მალევე დგება სინანულით, არ კავდება ამ ცოდვაში. ასეთი მართლების ლოცვას აქვს დიდი შეწევნა და რაღა ვთქვა როგორი შეწევნა აქვს წმიდა ლოცვას.
წმიდანთა ლოცვაზე და ღვთის კაცთმოყვარებაზე დგას ეს სოფელი და აგრძელებს არსებობას, თუ არა წმიდანთა სიყვარულიეს სოფელი არ ირსებებდა, წმიდანთა სიყვარულით შემცირდება ანტიქრისტეს დროს უკიდურესად გაუსაძლისი რეჟიმი.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმშობელი მარიამის უბიწოება, თავმდაბლობა და სიყვარული ძე ღვთისა ხორცს არ შეისხამდა.
link
სიკეთე მხოლოდ ის არის, რასაც ქრისტეს სახელით სჩადიხარ, არამხოლოდ სხვის დასანახად ჩადიხარ, არამედ თუნდაც სიბრალულისგან ამაზე მეტია, როცა ქრისტეს სიყვარულისათვის ჩადიხარ სიკეთეს. სიკეთეს აზრი და შინაარსი ეძლევა მხოლოდ ქრისტესთან მიმ...
იხილეთ სრულად
სიკეთე მხოლოდ ის არის, რასაც ქრისტეს სახელით სჩადიხარ, არამხოლოდ სხვის დასანახად ჩადიხარ, არამედ თუნდაც სიბრალულისგან ამაზე მეტია, როცა ქრისტეს სიყვარულისათვის ჩადიხარ სიკეთეს. სიკეთეს აზრი და შინაარსი ეძლევა მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში, რადგან ყველა კაცი ცრუ და ამაოა გარეშე ქრისტესა.
link
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრებ...
იხილეთ სრულად
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრების მოაზრება. ამასთან მან გვითხრა პური შენი არსობის შენი შრომით მოიპოვეო.
link
ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დაუყაროთო და იოანე ოქროპირი როგორც განმარტავს, ძაღლი არისო ათეისტი მწვალებელი, უღმერთო ადამიანი, ხოლო ღორი შეადარა სექტა...
იხილეთ სრულად
ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დაუყაროთო და იოანე ოქროპირი როგორც განმარტავს, ძაღლი არისო ათეისტი მწვალებელი, უღმერთო ადამიანი, ხოლო ღორი შეადარა სექტანტებს. ღორი ხომ ყველაფერს ჭამს, ყველაფერზე მიდის. აი, ხედავ, ცხვირწინ დაუდებ სახარებას, გადაუშლი გონების თვალს დაადებინებს ეუბნები, რომ ცდება; ის მაინც თავისას გაიძახის. ეს გავს იმ ღორს, რომელიც ყველაფერს კადრულობს, თვით...
link
შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი... არაკაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადა...
იხილეთ სრულად
შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი... არაკაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადაც შენი ვალის ასრულებაა.
link
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ გაკეთებს, ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა, რომ არჩევანი იყოს კეთილგონიერი და შენი სულის მაცხოვნებელი, ხატება და მსგავსება მოგცა, უკანასკნ...
იხილეთ სრულად
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ გაკეთებს, ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა, რომ არჩევანი იყოს კეთილგონიერი და შენი სულის მაცხოვნებელი, ხატება და მსგავსება მოგცა, უკანასკნელ მხოლოდშობილი ძე დაგიკლა, ბევრი რამ კიდევ არ სთქვა რა მოგანიჭა, რა სიკეთეები მოგმადლა უფალმა ღმერთმა. იგი ყოველნაირად განაწყობს შენს შეგნებას, შენს მეობას და შენს თავისუფალ ნებას, რომ მიიღო სწორუპოვერი გადაწყვეტილება, ...
link
ჩვენი დიდსულოვნება და ჩვენი სიდიადე მდგომარეობს ჩვენს სარწმუნოებაში, ამაზე ძვირფასი განძი ქართველობას არ აქვს. სამი ძვირფასი რამ დაგვიტოვეს წინაპრებმა, აღრმავებს აზრს წმ. ილია მართალი: "მამული, ენა, სარწმუნოება" ესეც კი, ეს გამონა...
იხილეთ სრულად
ჩვენი დიდსულოვნება და ჩვენი სიდიადე მდგომარეობს ჩვენს სარწმუნოებაში, ამაზე ძვირფასი განძი ქართველობას არ აქვს. სამი ძვირფასი რამ დაგვიტოვეს წინაპრებმა, აღრმავებს აზრს წმ. ილია მართალი: "მამული, ენა, სარწმუნოება" ესეც კი, ეს გამონათქვამი დღეს შეიცვალა, ილია ამბობს: მამული, ენა, სარწმუნოება. დღეს ამბობენ: ენა, მამული, სარწმუნოება. თქვენ დაუკვირდით ამასაც "მამული, ენა, სარწმუნოება". ესრეთ გამოთქვა შეშვენის ამ ჭეშმარიტებას.
link
ჩვენ ერთი რამ გვჭირდება ქართველობას - ერთსულოვნება, ერთობა. ჩვენი მძლეველი ერი არ არის. ძალა გვაქვს ისეთი ცას გრაგნილივით დავარღვევთ, მაგრამ ეს გვიჭირს, ამპარტავნებისა და თვითმედიდურობისა და თვითმყოფადობის სურვილით შეპყრობილებს გვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ერთი რამ გვჭირდება ქართველობას - ერთსულოვნება, ერთობა. ჩვენი მძლეველი ერი არ არის. ძალა გვაქვს ისეთი ცას გრაგნილივით დავარღვევთ, მაგრამ ეს გვიჭირს, ამპარტავნებისა და თვითმედიდურობისა და თვითმყოფადობის სურვილით შეპყრობილებს გვიჭირს ვიყოთ ერთად.
ვიღაცა იყოს პირველი და ვიღაცა იყოს შემდეგი და უკანასკნელი.
link