ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვა მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავია, რომ მისი ჭკუა კი არ მართავს ენას, არამედ მის ჭკუას ენა წარიტაცებს და ჯურღმულში აგდებს ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა

გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ხელახლა ეთარგმნა სახარება, რომელ ძველ თარგმანებზე ამბობს იგი და ვის ეკუთვნოდა ისინი? პასუხს ამ კითხვაზე ჩვენ ვპოულობთ იმავე წმ. გიორგის ცხოვრებაში, რომელიც მისმა მოწაფემ აღწერა. "ცხოვრების" მიხედვით, წმინდანმა კალამი აიღო იმისთვის, რომ 1) ზოგიერთი წიგნი საერთოდ არ არსებობდა ქართულ ენაზე, ხოლო მათი თარგმნა კი საჭირო იყო, რაც წმინდანმა შეასრულა კიდევაც; 2) სხვა წიგნთა თარგმნა უკვე დაწყებული იყო წმ. ეფთვიმეს დროს, მაგრამ დროის უქონლობის გამო მის მიერ ვერ იქნა დასრულებული - საჭირო იყო დაუმთავრებლის დამთავრება, რაც წმინდანმა ასევე შეასრულა; 3) სხვა წიგნები, რომლებიც, მართალია, იყო ადრე თარგმნილი, მაგრამ - ნაჩქარევად და საჭიროებდა გადამოწმებას; ამასთან ისინი დააზიანა როგორც დრომ და გადამწერთა უმეცრებამ, ასევე დამახინჯებებმა და მავანთა მუხანათობამ: საჭირო იყო ასეთ წიგნთა შეჯერება ბერძნულთან და მათ მიხედვით ხსენებულ ნაკლოვანებათა შესწორება, რაც წმინდანმა მით უფრო მონდომებით შეასრულა, რადგან ამ წიგნთა შორის იყო სახარება და პავლენი. გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის


ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული ჩვენში!

მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს...
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში! მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს

image
image თემა: წმინდანები
ავტორი: ილია II

დიდგორის ომი თავისი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობით უდიდესი ომია. მაშინ საქართველომ საღმრთო ომში გაიმარჯვა. ომის წარმოების როგორც სტრატეგული, ისე ტაქტიკური და სულიერი თვალსაზზრისით მან, თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ისტორიაში. მაშინ დიდგორზე წყდებოდა არამარტო ქართველთა ბედი, არამედ მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანოსი!.. ეს ომი ჯერ კიდევ არა არის სრულყოფილად შესწავლილი. და რომ ამბობთ, ვიღაც გამოჩნდა და რაღაც ეეწვებაო. გეტყვით მე, რატომღაც ქართველი არ მგონია ის, შეიძლება სომეხი იყოს... ესენი ვერ გაძღნენ ქართველთა შურით. მე ვურჩევდი მათ, დაანებონ თავი ქართველთა ისტორიაში და ასევე ქართველთა სულში ხელების ფათურს, სანამ ღმერთის რისხვა დაატყდებოდეთ!.. დავითმა მოიგო ეს ომი და მოიგო დიდი სახელით და ამიტომ არის ის დავითი. დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ წმინდა კეთილმსახური მეფე!.. ნახეთ, რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმინდა მამა არსენ იყალვთოელი: "ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის" - მადლით ღმერთქმნილი ე.ი. განღრთობილნი არიან წმიდანები, რომლებმაც განღმრთოება მიიღეს ღმერთის მადლით, ხოლო დავითი კი ბუნებით ღმერთიაო! ამას დააკვირდით!.. და რომ ეს მომენტი დღევანდელი მორწმუნეებისთვის გაუგებარია, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დღეს არა ვართ ჩვენი წინაპრების რელიგიური ცნობიერების დონეზე, და ამაში მარტო ჩვენი ისტორიის უმძიმესი პირობები კი არაა დამნაშავე, არამედ ჩვენი სულიერი წინაძღვრების დაუდევრობა და სულიერი ხედვის უქონლობაც. მაგრამ ღვთის მადლით, დგება ჟამი, როცა ყოველივე გამჟღავნდება და ყოველივეს თავისი სახელი დაერქმევა. ცნობისთვის გეტყვით ასევე: ჩვენი უდიდესი მეფე გიორგი V ბრწყინვალეც - არის ბუნებით ღმერთი და არა მადლით ღმერთქმნილი! დიდგორის ომი თავისი ისტორიული და რელიგიური


მირონდენა სასწაულმოქმედი ხატიდან

13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც ადვილი შესაგუებელი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გამოსავალს ვეძებდით, რათა, ფიზიკური კურნება თუ არ მოხდებოდა, სულიერად მაინც გავძლიერებულიყავით.
მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის დღე საოცრად უჩვეულო და მოულოდნელი იყო. იმ დღეს სამთავროს მონასტერში მირონმდინარე ხატების მოსალოცად ვიყავით ჩასულები. მაშინ საერთოდ არაფერი გვსმენოდა ამ მადლიანი ბერის შესახებ. უბრალოდ, სურვილი გვქონდა, სასწაულმოქმედი ხატებიდან გადმოდენილი წმინდა მირონი გვეცხო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამ ყველაფრის გარკვევაში ახლადგაცნობილი, აწგარდაცვლილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა, იმჟამად ერისკაცი გიორგი) დაგვეხმარა.
ღვთის დაშვებით, ჩვენს გასაძლიერებლად ერთი სასწაულიც მოხდა: წმინდა მირონი, რომელიც ხატებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა, ჩვენი ჩასვლისას უკვე ორი დღის შეწყვეტილი იყო, მაგრამ ღვთის მადლით ერთი წვეთი კვლავ გადმოდინდა და იღუმენიას კურთხევით ვიცხეთ. 13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც


სიკვდილი დაუჩქარა

დიოკლეტიანეს დიდი უნარი ჰქონდა ადამიანთა გულების მოგებისა. იგი ერთმანეთს ოსტატურად უხამებდა სიამაყესა და ქედდადრეკილობას, სისასტიკეს და გულმოწყალებას, ხელგაშლილობას და ხელმომჭირნეობას, სიმტკიცეს და მოქნილობას. იყო ცრუმორწმუნე და ფატალისტი: უყვარდა ქურუმთა და მკითხავთა შორის ყოფნა.
დიოკლეტიანემ ერთიანი იდეოლოგიური სისტემის შექმნა გადაწყვიტა. მისი მმართველობა ქრისტიანული მოძღვრების აღმავლობის ხანას ემთხვეოდა, მაგრამ იმპერატორმა ახალ, პროგრესული რელიგიის პერსპექტიულ სიმძლავრეს ალღო ვერ აუღო და თავის ტიტულში „ძე იუპიტერისა“ შეიტანა.
დიოკლეტიანე ხედავდა, როგორ იწერდნენ ჯარისკაცები პირჯვარს, როგორ ეფიცებოდნენ ერთგულებას იესუ ქრისტეს.
იმპერატორი ყველა სახის მარცხს ქრისტესა და ქრისტიანთა მიზეზით ხსნიდა. ამიტომ დაიწყო ქრისტიანობის დევნათა სერიები. გამოიცა ედიქტები, რასაც მოჰყვა ეკლესიების ნგრევა, ქრისტიანული წიგნების დაწვა, ქრისტიანებისთვის ჩინის და თანამდებობების ჩამორთმევა, სასტიკი წამება, ეპისკოპოსთა, დიაკონთა საშინელი დევნა, ქრისტიანთა ფიზიკური განადგურება. დიოკლეტიანემ აწამა წმინდანები: გიორგი, კვიპრიანე, იუსტინა და სხვები.
სპარსეთთან ორმოცწლიანი ომი დიოკლეტიანეს გამარჯვებით დამთავრდა. იმპერატორმა რომში ტრიუმფი მოაწყო, რის შემდეგ, იმპერატორობისაგან გადადგა. მან ხელი მიჰყო მებაღეობას და ცხრა წელი თითქოს მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ, სინამდვილეში ვერც განდეგილობამ მოუტანა ფიზიკური და სულიერი სიმშვიდე.
რომის იმპერია ისევ ირყეოდა. სასახლის კარზე ატეხილ ორომტრიალში დიოკლეტიანეს ცოლ-შვილი მოუკლეს. ექს იმპერატორის სიკვდილი ამ შემთხვევამ დააჩქარა. მისი დაკრძალვა წარმართობის უკანასკნელ აპოთეოსად იქცა. ის ხომ ქრისტიანობის დიდი მტერი იყო. დიოკლეტიანეს დიდი უნარი ჰქონდა ადამიანთა


სააღდგომო ეპისტოლე - 1979

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და
ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მათე 28,20)

ძვირფასნო და ქრისტე იესოს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ამა სოფლის ამაოებათა დამტევებელნო პატიოსანნო ბერ-მონოზონნო, ხორციელნო და სულიერნო ძმანო და დანო, შვილნო საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!
ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს.
ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ "ცხოვრების გვირგვინით" ამკობს:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი!

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან!

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს იმეორებდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები; ეს სიტყვები გადაეცემოდა ბაგიდან ბაგეს, თაობიდან - თაობას და ავსებდა ადამიანებს იმ სიხარულით, რომელიც მარადიული სიყვარულის წიაღიდან მომდინარეობს!
პასექი ქრისტესი - ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე ადამიანის უკვდავ სულს თვალთახედვა მიენიჭება და მის წინაშე წარმოჩინდება მანამდე უხილავი, მაგრამ მუდმივად საგრძნობი დაუსაბამო საწყისი, ესაა შეხვედრა ორი სამყაროსი - გარეგანისა და შინაგანისა, ამ სულიერი გაცისკროვნების დროს ადამიანის წინაშე თითქოსდა უსასრულობა გადაიშლება და მატერიალური სამყაროს მიღმა ის იწყებს სხვაგვარი სამყაროს ხილვას. ამ დღეს ადამიანი სრულად შეერწყმის მისთვის უჩვეულო სულიერ სამყაროს და შეიგრძნობს სრულ ჰარმონიას ღმერთთან!
ღვთაებრივი ენერგიით მადლმოსილთ შესწევთ უნარი, გარდა მატერიალურისა, სხვა სამყაროც დაინახონ. ისინი ცხადად ხედავენ სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების კანონზომიერებას. აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა უხეში მატერიის ძალას, რომ ეს მრისხანე გამანადგურებელი სტიქია თავისი ღვთიური ძალით დაემარცხებინა! დიახ, ჩვენ გვწამს და აღვიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომის ქადაგებისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც კი არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება! აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენისა და სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დაათხიეს სისხლი ჩვენმა სახელოვანმა წამებულებმა, წმიდა დიდმოწამე გიორგიმ, არგვეთელმა თავადებმა დავითმა და კონსტანტინემ, ქართველმა მეფეებმა - არჩილმა, ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა და მრავალთა სხვათა.
მთავარი, რაც ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამით მან ჩვენი ცხოვრება აზრით, სიხარულითა და სილამაზით აავსო!
აღდგომილმა მაცხოვარმა განმაკურნებელი ბალზამით მოუშუშა რა ძველ სამყაროს ზნეობრივი ჭრილობები, იმედი მოუტანა გამოფიტულთ და სასოწარკვეთილთ. ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც. ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს. როგორც ამბობს ეკლესიის ცნობილი მასწავლებელი და ფილოსოფოსი კლიმენტი ალექსანდრიელი (215 წ.), "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან, ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე" (კლიმენტი ალექსანდრიელი, "სტრომატა", წ.V, თ.I). ყოველი მეცნიერება, ამბობს ის, - დაფუძნებულია პირველსაწყისებზე, რომელნიც წარმოადგენენ თვალნათლივ ცხად ჭეშმარიტებებს - აქსიომებს. მათი დამტკიცება შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავთან და ღვთაებრივთან, რადგანაც მხოლოდ წმინდათა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (მათე 5,8), და ზნეობრივი სრულყოფა კი თავისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება, მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშე ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: "უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა".
მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გაუნათლებელი ადამიანებისათვის, ასევე თანამედროვე ცოდნის მწვერვალებზე მდგომი დიდი მეცნიერებისათვისაც. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობა ადამიანის უკვდავი სულის ნიჭის ნაყოფია. ცნობილმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა პარაფსიქოლოგიური მოვლენების გამოკვლევის შედეგად ოთხი მნიშვნელოვანი თეზისი ჩამოაყალიბ:
1) სული არსებობს სხეულისგან დამოუკიდებლად.
2) მას ახასიათებს მეცნიერების მიერ ჯერაც შეუცნობელი თვისებები.
3) მას აქვს მანძილზე მოქმედებისა და აღქმის უნარი.
4) მომავალი მზადდება წარსულით და სულს აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი (კ. ფლამარიონი. "უცნობი ფსიქიური მოვლენები", ს. პ. ბ. 1852 წ.).
ამგვარად, წარმოიშვა ცოდნის ისეთი ახალი სფერო, როგორიცაა პარაფსიქოლოგია, რომელიც მეცნიერებას უხილავ რეალობას უკავშირებს და მატერიალური სამყაროს მიღმა ხედვის შესაძლებლობას გვაძლევს. ვაცნობიერებთ რა ყოველივე ამას, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტიანობა იყო და რჩება ჩვენთვის ერთადერთ ჭეშმარიტ ძალად. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა" (პირველშეწირულის წირვა).
რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ! როგორც ამბობს ტერტულიანე, სული ჩვენი ბუნებით ქრისტიანია. დღეს ჩვენი მოზეიმე სულები ერთხმად უგალობენ და შესთხოვენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს, მოგვმადლე ჩვენ, ზეციერო მოძღვარო, ჩვენი დიდი წინაპრების რწმენის ძალა, სასოების შეურყევლობა და მხურვალება მათი სიყვარულისა!
მოგვმადლე ნიჭი, რომ ამქვეყნიურ ხმაურში გავიგონოთ მარადიულობის სიჩუმე და სიმშვიდე, რომ სამარადისოდ შეგიერთდეთ და ვიხაროთ შენთან!
როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება.
"მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"!
დიახ, ჩვენთან, ჩვენს ხალხთანაა მაცხოვარი სამარადისოდ! გიხაროდეთ, რამეთუ
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1979 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

საახალწლო ეპისტოლე - 1979

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივ-კურთხეულ შვილებს

კვლავ წავიდა წელი უსაზღვრო დროის დინებისა, ისევ დავდექით ძველისა და ახლის მიჯნაზე, ისევ შეიკრიბებიან საახლწლო ნაძვის ხესთან ღვთისგან შექმნილი ჩვენი შვილები, ნორჩი თაობა ჩვენი ერისა. ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტუმრეთ ჩვენ ძველი წელი და ზეაღტაცებით ვხვდებით ახალს, ლოცვის შემდეგ კი ავანთოთ სანთლები მოწყალე ღმერთის სადიდებლად, და შემოვუსხდეთ საახალწლო სუფრას გარშემო.
ჯიხვის რქები აივსება ლალისფერ ღვინით, რათა უპირველესად ვადიდოთ გამჩენი ღვინის, ხობრლისა და სხვა ათასგვარი საზრდელისა. შემდეგ ერთმანეთს მივულოცოთ ძველის წასვლა და ახალი წლის მობრძანება.
ჩვენც მოგილოცავთ, ჩემო სამწყსოვ, საერთო ზეიმს; კეთილი იყოს მისი მოსვლა ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ჩვენს პლანეტაზე. კურთხეულ იყოს თქვენი სუფრა, თქვენი ზეიმი, თქვენი შრომითა და მარჯვენით მონაგარი მხიარულება. ღვთის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს შრომასა და ოფლის ღვრას თქვენსას; ერთიათასად მოგემკოთ მუდამ დათესილი ხორბლის მარცვალი; თქვენი სასოებითა და გულმოდგინებით გაზრდილიყოს დოვლათი და ერის ბარაქა; ახალ წელს მოეტანოს ბევრი სიახლე თქვენი პირადი ცხოვრებისა და ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად; ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენმა შრომამ, მარჯვენამ თქვენმა, არა მარტო თქვენ უნდა გაცხოვროთ, არამედ წინ უნდა წასწიოს ჩვენი სამშობლოს აყვავების კეთილი საქმე. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჩვენ ცალ-ცალკე არარა ვართ, სამშობლოსა და ხალხის გარეშე. ისიც მოიგონეთ, რომ ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ვილოცოთ იმისათვის, ჩემო თანამორწმუნენო და თანამემამულენო, რომ არ ჩამქრალიყოს ამ დედამიწაზე მშვიდობიანი შრომის ნათელი.
ყოველი წელი კარგი არის და სანატრელი, თუ ის მშვიდობით მოდის და მშვიდობით მთავრდება. წმიდა ტაძარში საღმრთო მსახურების - წირვა-ლოცვის აღსრულებისას მოძღვარი ასე წარმოთქვამს ხოლმე: მშვიდობა ყოველთა. ჩვენც ამასვე ვუსურვებთ ღვთისაგან გაჩენილ ჩვენს დედამიწასა და ჩვენს სამშობლოს: ამ ახალ წელში „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდება და აღორძინდება ჩვენი ხალხისაგან დათესილი ყველა მარცვალი. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ცვარ-ნამი, რომელიც ღვთის მადლად დაეპკურება ჩვენი ქვეყნის ბაღ-ვენახებს. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს მფარველი დედა ჩვენი ახალგაზრდობისა მისი სწავლისა და აღზრდის საქმეში; „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის წყარო, რომლიდანაც იჩუხჩუხებს დოვლათ-ბარაქა, სიხარული, პროგრესი და აღმავლობა, ახალი დიდი შთაგონება, ახალი წიგნები და აღმოჩენები, ახალი მადლი სარწმუნოების განსამტკიცებლად, ახალი განძი ეკლესიების გასაძლიერებლად, და ბოლოს, - „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ბრწყინვალე გზა, რომლითაც ერთი ღვთიური მიზნისაკენ წავა მთელი კაცობრიობა, „რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10,4).
მაშ ასე, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ადამიანს თავის გამჩენ ღმერთთან აახლოებს. ღვთისმშობლის მადლმა არ მოაკლოს აყვავება და აღმავლობა ჩვენს ერსა და საერთოდ ყველა ხალხს, მწვანით მოსილი ჩვენი მიწისას.
ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს დიდსა თუ პატარას: შფოთი და მტრობა, ვერაგობა, ღალატი, მუხთლობა, შურიანობა, სიხარბე და კაცთა სიძულვილი მუდამ გამოწვეული იყო ღვთისაგან განდგომით, სარწმუნოების დაკარგვითა და თავაშვებულობით. ის, ვინც ეძიებს ქვეყნად მხოლოდ ხორციელ საზრდოს, და სიცოცხლის გამჩენს არ ეძიებს, ვისაც ადამიანის დანიშნულებად მიაჩნია მხოლოდ ბევრის მოხვეჭა, ბევრის ჭამა, საუკეთესო ტანსაცმელი და სხვა არარა, სწორედ რომ არარაობასაა მინდობილი. ასეთ კაცს ვერ შეუგნია ეს ადგილი მათეს წმიდა სახარებიდან: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა ჰშურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი (მათე 6,28-29). სოლომონიც კი არ შემოსილაო ისე თავისი დიდების ზენიტზე, - ბრძანა მაცხოვარმა, როგორც შროშანი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის.
გაუხსენით გული და გონება სარწმუნოებას, ჩვენი სამწყსოს საყვარელო შვილებო, შეიმოსეთ მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ატარეთ იგი სიყვარულით და თქვენ იქნებით უფრო ბრწყინვალედ შემოსილი, ვიდრე ყოველი ყვავილი ველისა, ვიდრე ყოველი მეფე, ოქროქსოვილით შემოსილი დიდების ტახტზე.
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
სარწმუნოება - ხიდი არის მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე, ჩვენი ღვთივკურთხეული მიწის შვილებო. ეს ხიდი აქ იწყება, ჩვენს საყვარელ დედამიწაზე და მარადიულობას უერთდება მადლის განგებით. ეს ის ხიდია, რომელზედაც მაცხოვარი მიგვიძღვის თავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე... ყველა, ყველა ამ ხიდზე! ნუ დაყოვნდებით! დროის დაკარგვით სიტკბოების წყაროს დაიკლებთ, და იმ ნეტარებას, რომელსაც მხოლოდ სარწმუნოება ანიჭებს ადამიანს.
პირადად ჩვენ, საპატრიარქო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მთლიანად ჩვენი უძველესი ეკლესია, მზადა ვართ დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი სურს წრფელი გულითა და წმინდა სულით შედგეს ამ ხიდზე, ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა. მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისაგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად.
ეს დიდებული სამყარო იმისათვის შექმნა ყოველთა გამჩენმა ღმერთმა, რომ ჩვენ, ადამიანები დავტკბეთ ამ სამყაროს მადლითა და სილამაზით. ჩვენ ხელს გიწვდით დახმარებისას და წინ წარგიძღვებით, რათა უნათლესი სიმაღლიდან დაგანახოთ ეს ხელთუქმნელი სილამაზე, და იგრძნოთ ის სულიერი სიმშვიდე, რისთვისაც შემოქმედმა შექმნა ეს ყოველივე.
ძნელბედობის დროს აშენებდა ქართველი ხალხი ჩვენს ეკლესიებს; თქვენ იცით, რომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენ ვიბრძოდით, ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს ეკლესიას. ჩვენს მამა-პაპათ უყვარდათ მაცხოვარი იესო ქრისტე და ქრისტეს წმიდა ტაძრები. არავის დაანებეს ისინი გასათელად და დასანგრევად, ისე გადმოგვცეს შვილებსა და შთამომავლობას. ჩვენი ვალია ვუპატრონოთ მათ დანატოვარს, იმავე მგზნებარე გულით გვიყვარდეს ყოველივე ეს, როგორი გულითაც ისინი აშენებდნენ მათ; ისეთივე გულმხურვალებით ვილოცოთ ღვთის წმიდა ეკლესიებში, როგორი გულმხურვალებითაც ლოცულობდნენ ჩვენი ერის რიგითი მშრომელები და რჩეული შვილები: დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე, გიორგი მესამე და დიდი თამარი, ათონელი წმიდა მამები, კათოლიკოსნი - მელქისედეკ პირველი და კალისტრატე მესამე, სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე, მცხუნვარე მზისგან კანდამწვარი, მაშვრალი გლეხები და მრისხანე მტერთან ბრძოლაში დაღუპული ბევრეულები ჩვენი ერისა.
მხნეობასა და მზეგრძელობას გისურვებთ, ჩემო შვილებო, კვლავაც ემეფოს მშვიდობას მთელ ქვეყანაზე. არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და ლოცვა-კუთხევა, ნებისყოფა და სიმტკიცე ყოველ ცოდვათა განსარიდებლად, რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (რომ. 6,23).
თბილისი, 1979 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს სამოციქულო ეკლესიის

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

როგორი კავშირი არსებობს ახალ და ძველ აღთქმებს შორის?
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა.
განმარტება:
I. ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდმოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. Aმიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანთ თესალონიკში: "ძმანო, მტკიცეთ დექით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავლიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა" (2 თეს. 2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდმოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდმოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. Pავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: "რაი-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა,რომელნი შემდზლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად" (2 ტიმ. 2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არა ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდმოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღწვოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდმოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს. ჭმიდა ზეპირი გარდმოცემის შესახებ ფრიად დამაჯერებლად წერს წმიდა მამა ბასილი დიდი 91_ე კანონში.
II. 1. დაბადება, - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნის, პირველქმნი ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით დაბ).
2. წიგნი გამოსვლათა, - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხვრება ეგვიპტეში, მოსეს წინამძღოლობით, მითი სვლა უდაბნოში აღთქმია ფიცთა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).
3. წიგნი ლევიტელთა, - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მგვდელთმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).
4. რიცხვთა, - მასში ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603 550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის აღწერილი ლევიტელტა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხია დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).
5. მეორე სჯულისა, - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერტხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც გმერტმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხებს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძალვა. (მსაჯ).
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
8. წიგნი რუთისა, - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.
9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა, - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმი დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ. Dდა მეფ.).
13-14. ორი წიგნი ნეშტთა, - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშ.).
15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი, - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრდ. და ნეემ).
17. წიგნი ესთერისა, - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).
18. წიგნი იობისა, - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარების და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).
19. ფსალმუნთა წიგნი, - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. Mეფე დავითს (ფს).
20. იგავნი სოლომონისა, - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებს და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ. შოლ).
21. ეკლესიასტე, - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ.)
22. ქება ქებათა, - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.
23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი, - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. ღამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნულებით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. Aმის გამო წინასწარმეტყველ ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).
24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი, - მასში მოყანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ. (იერ).
25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა, - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზ).
26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა, - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან.).
27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). Aმ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის – მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველ მიქეამ იწინასწარლეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი, - წმინდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).
III. პირველ ხუთ წიგნს ახალი აღთქმისა ეწოდება ასევე მოსეს პირველი ხუთწიგნეული, სჯულდებითნი ანუ აღთქმის წიგნები. ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს – მეფეთა მეორე წიგნს. ასსეტ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს მეორე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ – ესაიას, იერემიას, ეზაკიასა და დანიელს ეწოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.
IV. მარლთმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველ აღთქმისეული ებრაელთა ეკლესიისაგან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, რომელიც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობიასი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ)წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე)წინასწარმეტყველ ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მარლთმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა, ისევე როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მა თარ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.
V. ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს, კერძოდ: ა) სახარებებს: 1. მათესი (მთ.) 2. მარკოზისი (მკ.) 3. ლუკასი (ლკ.) 4. იოანესი (ინ.) ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ). გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს: 6. რომაელთა მიმართ (რომ.) 7. კორინთელთა მიმართ I (I. კორ.) 8. კორინთელთა მიმართ II (II. კორ) 9. გალატელთა მიმართ (გალ.) 10. ეფესელთა მიმართ (ეფ.) 11. ფილიპელთა მიმართ (ფლპ.) 12. კოლოსელთა მიმართ (კოლ.) 13. თესალონიკელთა მიმართ I (I. თეს.) 14. თესალონიკელთა მიმართ II (II. თეს.) 15. ტიმოთეს მიმართ I (I. ტიმ.) 16. ტიმოთეს მიმართ II (II. ტიმ.) 17. ტიტეს მიმართ (ტიტ.) 18. ფილიმონის მიმართ (ფილ.) 19. ებრაელთა მიმართ (ებ.) დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ: 20. იაკობ მოციქულისა (იაკ.) 21. პეტრე მოციქულისა I (I პეტ.) 22. პეტრე მოციქულისა II (II პეტ.) 23. იოანე მოციქულისა I (I ინ.) 24. იოანე მოციქულისა II (II ინ.) 25. იოანე მოციქულისა III (III ინ.) 26. მოციქულ იუდასი (იუდ.) ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)
VI. სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა "ევანგელე" – ბერძნულია და "ხარებას" ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება – არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება, - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარება დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.
VII. მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისა. პირველმოწამეთა – სტეფანესა და იაკობის, მოციქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.
VIII. ეპისტოლეები – აის წერილები, რომლებსაც წმ. Mოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასტან თანხმობით.
IX. აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმ. მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყბიერების აღსასრული.
X. წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. სიტყვა "ბიბლია" – ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმერთის განცხადებას. Bიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ღამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.
XI. წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. Aდამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის მანმავლობაში, თუნდაც კვირა დგეს ან დღესასწაულზე. ყურადღებათა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.
XII. ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნდა ბერძნულად. Aახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.
XIII. წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნდა მხოლოდ II საუკუნეში. შლავურად ითარგმნა 862-885 წ.წ. ჭმ. Kირილესა და მეთოდეს მიერ. შავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისტანავე (337). Iაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში" დადასტურებულია სახარების ("ევანგელე") არსებობა. V-VI სს.-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. Gიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. შახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897). X ს-ით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხლის (973) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭინჭიმელმა. Gიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული. დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.
XIV. წმიდა წერილის ყოველი წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებით. Mაგ. თუკი ფსალმუნებიდან მოხმობილია სიტყვები "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა", რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს. 19,1; თუკი ჩაწერილია 1 კორ. 11,25 – ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი


საშობაო ეპისტოლე - 1985

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:

"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)


ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
"უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "... ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).
აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
"მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
"გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი! საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3