ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისთვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
რა იქნებოდა საქართველო წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე: ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ცნობილი ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე. ასეთი მაგალითების მოტანა ათასობით შეიძლება. მთელი ეს საუნჯე ჩვენმა ხალხმა ქრისტიანობისა და საქართველოს ეკლესიის მაცხოვნებელ სხივთა გავლენით შექმნა.
გზა, რომელსაც ღმერთთან მჭიდრო ერთობისკენ მივყავართ, არის ლოცვა. ლოცვაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას. კიდევ სხვა, რასაც ამასთან ერთად უნდა ვაკეთებდეთ, არის შემდეგი: მონაზონი ლოცვის ხუთ სიტყვას უნდა იმეორებდეს განუწყვეტლივ, როცა შრომობს, ჭამს, ზის და სხვა ნებისმიერი საქმიანობითაა დაკავებული. ამ სიტყვებს ან ბაგეებით ვამბობთ, ან გონებით, ან გულით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, მონაზონთათვისავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი