ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები - ციტატები, გამონათქვამები

ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


მეშვიდე მცნება

არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
"სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ... ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის" (ეფესელთა 5,3), - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).
არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი. არა იმრუშო.ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ

ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინის. ამიტომაც ხუმრობას მიჩეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ „რეალობას“, ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება. ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ

მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მიმსგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფარს ხდის. ეს ამპარტავნების წარმონაშობია: დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს. როცა ხუმრობა გვესმის, კმაყოფილებას ვგრძნობთ სწორედ იმიტომ, რომ ის ჩვენში დაგროვილი ბოროტების პოტენციალს განმუხტავს. მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია

როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისაგან ჭკუიდან გადასვლა. როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი

ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად. ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ

მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას. მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი

ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი. ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ

ცელქი, შესაძლოა, ბოროტმოქმედად იქცეს, ხუმარა კი - ღვთისმგმობელად ცელქი, შესაძლოა, ბოროტმოქმედად იქცეს, ხუმარა

517. როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?
როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.
როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ

411. როგორ ვნებს სულს ხუმრობის სიყვარული?
ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს, აზანტებს. იგი ხშირად შფოთს იწვევს და ომების მიზეზი ხდება. კარგია, თუ სული მღვიძარეა, ძნელად თუ რამე მოხიბლავს მას. მაგრამ გაფანტული სულის მოხიბვლა რა ძნელი საქმა? იგი თავისთავადაც მოხიბლულია და ეშმაკის მანქანება და თავდასხმები აღარც კი სჭირდება. საკითხში უკეთ რომ გაერკვე, თვით ამ განსაზღვრებას დააკვირდი – ხუმარა
412. ვის უწოდებენ ამ სახელს?
ამ სახელს უწოდებენ დაუდგრომელ, თავზეხელაღებულ, ცვალებად კაცს. ისეთს, ყველაფერს რომ იკადრებს, მაგრამ ეს უჩვეულოა ქრისტეს მსახურისათვის. ხუმარა ადვილად იცვლება და თამაშობს, რადგან მან უნდა მიბაძოს ამა თუ იმ კაცს სახის გამომეტყველებითაც, სიცილითაც, მიხვრა–მოხვრითაც და საერთოდ, ყველაფრით. ამასთან, ხუმრობები უნდა შეთხზას კიდეც – მისთვის ხომ ესეც აუცილებელია, ქრისტიანს კი კომედიის თამაში არ შეშვენის.
413. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები ხუმრობის მოყვარულთ?
გვედრით, განაგდეთ თქვენგან ეს უჯერო შექცევა, შორს იგი თავისუფალი სულისაგან... განვაგდოთ ეს ჩვევა ტრაპეზიდან... სად აღარაა მოდებული ეს სენი? მან ეკლესიაშიც კი შეაღწია, წმ. წერილსაც კი შეეხო! ამიტომ გვედრით ყველას – გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, ვილაპარაკოთ ის, რაც შეგვშვენის.
ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს

ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები

2