გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები

გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები გემოთმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სულიერი ადამიანი ჭამა-სმას და სიამოვნებს კი არ არის გადაყოლილი მარტო, სულზეც ზრუნავს. სულს უნდა დიდი ყურადღების მიქცევა სულიერი ადამიანი ჭამა-სმას და სიამოვნებს კი


ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის ღვაწლით!

ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით. ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს


ცოდვა შეფარვით მოდის ენასთან, როგორც ტკბილი და საუცხოო

ცოდვა, როგორც ტკბობით შენიღბული ანკესი, შეფარვით მოდის ენასთან, წარმოუდგება მას, როგორც ტკბილი და საუცხოო, რომ იერიში სულზე მიიტანოს. ის კი, ვინც ხანმოკლე სიამოვნებითა და განცხრომით ცდუნდება, საწამლავზე უმწარესად და გადამდებ ავადმყოფობაზე უფრო გამანადგურებლად შეიგრძნობს ცოდვას თავის სულში. ცოდვა, როგორც ტკბობით შენიღბული ანკესი


გემოთმოყვარებით გული იწამლება და ბნელდება

სიამოვნებითა და გემოთმოყვარებით გული იწამლება და ბნელდება. დაბნელებული გული კი ბნელეთის საქმეებს სჩადის, ამწუხრებს სულიწმიდას, რომელიც წმინდა ემბაზში ხელახალი შობის დროს მიიღო. და პირიქით, ტკივილი და ჭირი გულიდან დანაშაულებრივ გემოთმოყვარებას აძევებს. ტკივილით განწმენდილი ადამიანი კი ნუგეშინისმცემელი სულის მიმღები ხდება. სულიწმიდის მოსვლა გულს ანუგეშებს, ამხნევებს და როგორც აღმზრდელი, ღვთაებრივი სწავლებით ანათლებს, სიხარულითა და იმედით განაახლებს. სიამოვნებითა და გემოთმოყვარებით გული იწამლება


მწუხარება ჩვენი სულის საკურნებლად გვეძლევა

ეჭვგარეშეა, რომ ყველა მწუხარება ჩვენი სნეული სულის საკურნებლად გვეძლევა, რათა გემოთმოყვარებისა და ყოველგვარი ვნების შხამი მათი საშუალებით დაითხიოს. ეჭვგარეშეა, რომ ყველა მწუხარება ჩვენი სნეული


ერთხელ, წმინდა მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს

ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ - მესამეს. ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა ბერების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს.

7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის

68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყოფელის შურისგებაზე, შურიანისა - იმის უბედურებაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებათა შემთხვევაშიც, რამეთუ ვნებებით მოცული გონება ვნებიან აზრებს წარმოშობს. სხეულის მღვიძარებისა თუ ძილის ჟამს. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი

რითი უნდა დავიცვათ ყველაზე უკეთ თავი ცოდვისაგან?
გონება უნდა დავიცვათ ბოროტი და ცარიელი აზრებისაგან; მზერა - საერო მშვენებათაგან, გული - ბოროტი სურვილებისა და განდიდებისაგან, უმეტესად კი - მოყვასზე აუგის თქმისაგან, ენა - ენა განკითხვისა და დრტვინვისაგან, კუჭი - ნუგბარის და ზედმეტი ღვინის სმისაგან, მაგალითად შენი თავი კი - უსაქმურობისაგან.
გონება უნდა დავიცვათ ბოროტი და ცარიელი

ცოდვა არის თუა არა საჭმელი, ფული ან დიდება?
საჭმელი კი არ არის ცოდვა, არამედ გემოთმოყვარეობა; ფული კი არ არის ცოდვა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არ არის ცოდვა, არამედ პატივმოყვარეობა; არსებითად სიბოროტე ბოროტად გამოყენებისაგან წარმოიშვა (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
საჭმელი კი არ არის ცოდვა, არამედ

გემოთმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები

2