
114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.
114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.
113. ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული.
ვაი ამპარტავანს! როდესაც კუბოში ჩავა, მიხვდება, რასაც წარმოადგენს
შიშველი მოხვედი ქვეყანაზე, რა ბედნიერება იქნება, თუ მას ცოდვისაგან შიშველი დატოვებ.
დაბადების დღე გარდაცვალების დღეს ჩამოართმევს ხელს. სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია.
იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შენს სახლში, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
112. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია.
მათი ხვედრი, ვინც ჩვენგან წავიდა, ღვთის ხელშია, ისევე, როგორც – აქ დარჩენილთა – „გინა თუ ცოცხალ ვიყუნეთ, გინა თუ მოვწყდეთ, უფლისანი ვართ“.
თ. 14, 8
თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.