მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
ბოლო დროს ცალკეული ადამიანები, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, გახდა ძალიან ემოციური, ადვილად აღგზნებადი, აგრესიული, რომელსაც სადღაც ძალიან მიეჩქარება.
მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა.
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნ... იხილეთ სრულად
შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ.
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში.